მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს მოუსმინა - რა განიხილეს

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

მომხსენებელმა სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასა და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები წარადგინა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესში ოთხი მოკვლევა ჩატარდა. ორი მოკვლევისას მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესება გამოვლინდა, ხოლო ორ შემთხვევაში დარღვევები არ დადასტურდა, თუმცა შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ჭარბი ფასის დაწესება ფარმაცევტულ ბაზარსა და რუსთავის ავტობაზრობის შემთხვევებში გამოვლინდა. შესაბამისად, დამრღვევი კომპანიების მიმართ ფულადი ჯარიმები დაწესდა.

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, სამსახური სხვადასხვა სფეროს მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს. ეს შეეხება ბაზრობების, საწვავის, სწრაფი მოხმარების პროდუქციის, აგროსასუქების, თამბაქოს, ასევე სამედიცინო სერვისების სფეროებს. მისი თქმით, სააგენტო პერიოდულად შუალედურ ანგარიშებს აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ბაზრებზე კონკურენციის ხარისხი და არსებული ტენდენციები.

„2025 წელს სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა და 24 ათასამდე რეგისტრირებული ბიზნესის გაერთიანება გადაამოწმა. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ საქართველოში განხორციელებულ ყველა კონცენტრაციას, რომლის შესახებ ინფორმაციას სამეწარმეო რეესტრიდან კვარტალურად ვიღებთ. შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტები ჯარიმდებიან. 2025 წელს 18 შემთხვევიდან 9-ში დარღვევა იყო. შედეგად, შესაბამისი სანქციები იქნა გამოყენებული", - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების მიმართულებით, 2025 წელს განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა, რაც მომხმარებელთა ცნობიერების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. ყოველწლიურად, საშუალოდ, მოქალაქეები კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ჩართულობით, დაახლოებით 1 მილიონ ლარს იბრუნებენ.

ირაკლი ლექვინაძემ ანგარიშის წარდგენისას ანტიდემპინგურ მიმართულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით სააგენტომ 2025 წელს ერთი საქმისწარმოება დაასრულა, რომელიც რუსეთიდან და ირანიდან არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტს შეეხებოდა. ჩატარებული კვლევის შედეგად დემპინგური ფასების სხვაობა გამოვლინდა, თუმცა სააგენტოს მიერ ტარიფის შემოღებაზე რეკომენდაცია არ გაიცა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლის იანვრიდან უკვე ამოქმედებული იყო დამცავი ტარიფი არმატურის იმპორტზე, რამაც უზრუნველყო სამართლიანი ფასების ფორმირება და ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის ეფექტიანი მექანიზმი.


კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.


ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას" გაეცნენ. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კახეთში ბადიაური-ბაკურციხის 31-კილომეტრიანი და გურჯაანი-თელავის 36.6-კილომეტრიანი გზების მშენებლობის დაფინანსების მიზნით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი 25 წლის ვადით საქართველოსთვის სესხს, 158 მილიონ ევროს გამოყოფს.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა სასესხო ხელშეკრულების სარატიფიკაციო დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის სექტემბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

26.10.2026.15:57

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის სექტემბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი სექტემბრის მდგომარეობით 8.17 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, სექტემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 248.5 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3,370.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი
ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი
აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი
სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 248.5 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა