მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძის თანათავმჯდომარეობით პეკინში  საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა. როგორც კომისიის თანათავმჯდომარეებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, შეხვედრა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და პარტნიორობას სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.

კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეთა მიერ განხილულ იქნა საკითხების ფართო სპექტრი: სავაჭრო-ეკონომიკური სფერო, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივები, საინვესტიციო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, და სხვა.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი რესურსი არსებობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის მხარეს მოკლედ გააცნო საქართველოს ეკონომიკის არსებული სურათი,  დინამიკა და სტატისტიკური მონაცემები, მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა დარგში მიმდინარე რეფორმებზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2022 წელი სავსე იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით, მაგრამ რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე საქართველომ მოახერხა ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება - 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს, ასევე ორნიშნა 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.0% შეადგინა. საქართველოს ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც რეკორდული 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.9%-ით გაიზარდა, 1,072.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია და მშპ-ს 7.8%-ს გაუტოლდა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული ურთიერთობა შესაბამისად აისახება ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე. 2023 წლის რვა თვის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთი იკავებს მე-4 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7.8%-იანი წილით. საქართველომ გაატარა ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმები და შექმნა ბიზნესისთვის ხელსაყრელი, ლიბერალური საგადასახადო სისტემა და ეფექტური სამართლებრივი ბაზა. საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად და აგრძელებს მუშაობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ჩვენი მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი ჩინური კომპანია და ინვესტიცია საქართველოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება, პირდაპირი ფრენების განახლებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავებას.

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარეებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი - მასში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. კომისიის შემდეგი სხდომა საქართველოში ჩატარდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა