პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში - ეს არის ნამდვილად მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის l მარიამ ქვრივიშვილი შანხაი-თბილისის ავიარეისზე
პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში - ეს არის ნამდვილად მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაი- თბილისის პირველი ავიარეისის განხორციელების შემდეგ გააკეთა, რომელსაც 15 ივლისიდან ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი ასრულებს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს.
"ეს დღე მათ შორის ნათლად ასახავს ამ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშესახებ შედეგს. პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში - ეს არის ნამდვილად მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს ორ ქვეყანას შორის. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება - თორნიკე სულაბერიძე
20.07.2026.21:41
„ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება",- ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ქართველი მწარმოებლები 2026 წლის განმავლობაში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იქნებიან წარდგენილნი.
„წლის განმავლობაში განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა, მათ შორის 10-მდე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გვყავდა 100-მდე ექსპორტიორი კომპანია წაყვანილი. ჩვენ ასევე მიმდინარე წელს ვგეგმავთ რამდენიმე მსხვილ გამოფენას. წლის განმავლობაში 20-მდე გამოფენაზე მივიღებთ მონაწილეობას და დაახლოებით 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას წავიყვანთ გამოფენებზე“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - 3,876.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და მოცულობა 2,391.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.