მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოზიტიური დინამიკა წელსაც გრძელდება - მოცულობამ უკვე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს Invest in Georgia-ს 2020 – 2023 წლების ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში სააგენტო „აწარმოე საქართველოში"-ს მიერ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გაწეული სამუშაო შეაფასა და ზოგადად ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ სურათსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

„აწარმოე საქართველოში" საინვესტიციო მიმართულება ნამდვილად წარმატებული იყო, 2020-2023 წლების სტრატეგია კი ნამდვილად შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ინვესტიციების მოზიდვაა. ზოგადად, ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული როლი აქვს", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

Invest in Georgia-ს 2020 – 2023 წლების ანგარიშის პრეზენტაცია სააგენტო „აწარმოე საქართველოში"-ს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების  და საინვესტიციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - 2022 წელს მათმა მოცულობამ  2.098 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს პოზიტიური დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება - პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ უკვე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებული იყო გეოგრაფია უცხოური ინვესტიციების როგორც სექტორული სურათი, ისე გეოგრაფია. 

„ბევრი სპეკულაციის მიუხედავად, ჩვენი  ინვესტიციების გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია და ის ერთ ქვეყანასთან არ არის დაკავშირებული. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 50%-მდე, ანუ თითქმის ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, შემდგომში არის ამერიკის შეერთებული შტატები და სპარსეთის ყურის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, ასევე „აწარმოე საქართველოს" Invest in Georgia-ს გუნდის დამსახურება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რომ სამინისტროს საინვესტიციო საქმიანობა და 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელება წარმატებული იყო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გაწეული სამუშაოს ეფექტიანობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში ოპერირება დაიწყეს უმსხვილესმა საერთაშორისო კორპორაციებმა, როგორიცაა - ქიმიური წარმოების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Indorama, მსხვილი ენერგო კომპანიები - TEPCO, MASDAR და სხვები. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესშია რამდენიმე მსხვილი კომპანია.

„ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არ არის მხოლოდ რიცხვები და შედეგები, ეს არის პირდაპირ დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილები. ამიტომ ამ მხრივაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია ინვესტიციების როლი. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ორი ახალი სექტორი ჩამოყალიბდა - IT და ბინზეს პროცესების აუთსორსინგი (BPO), რომლებიც დღესდღეობით მნიშვნელოვანი დამსაქმებლები არიან ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის პროგნოზით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური დინამიკა მომავალშიც ასევე გაგრძელდება. „ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელები რამდენიმე წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა