მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პირველ კვარტალში, საქართველოს სატრანსპორტო დარგების ტვირთბრუნვა გაიზარდა

news image
mbc image

2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 9.5 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.4%-ით მეტია (9.3 მილიონი ტონა).

ამასთან, საანგარიშო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით, ჯამურად, 6.4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 1.1% - ით მეტია. 

რაც შეეხება რკინიგზას, ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 3.2 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 5.0%-ით მეტია. 

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 4.01 ათასი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4%-ით აჭარბებს. 

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში შეადგინა 2.8 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია.

2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნულ საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 147,021 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 45.4%-ით მეტია (101,093 TEU).

ამასთან, ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 124,256 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 66.0%-ით მეტია (74,853 TEU).

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. ჯამურმა მაჩვენებელმა 85.8 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 1.5%-ით მეტია. 

ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა საავტომობილო ტრანსპორტმა - 84.3 მილიონი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 0.8% - ით მეტია.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 1.0 მილიონი მგზავრიგადაიყვანეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 48.6% -ით მეტია. 

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადს, 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში,რკინიგზა 0.5 მილიონი მგზავრს მოემსახურა, რაც 98.3%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა