მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს S&P-ის რეიტინგში, BB დონეზე „პოზიტიური" პერსპექტივა მიენიჭა - პერსპექტივის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება | ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს S&P-ის რეიტინგში, BB დონეზე, „პოზიტიური" პერსპექტივა მიენიჭა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „Standard & Poor's Global"-ის (S&P) ახლად გამოქვეყნებულ სუვერენული რეიტინგის შეფასებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან" „პოზიტიურამდე" გაუმჯობესდა.

მისი თქმით, რეიტინგის გაუმჯობესება ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება. 

„სარეიტინგო კომპანია S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან" „პოზიტიურამდე" გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა. რა თქმა უნდა, პერსპექტივის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივები პოზიტიურია და სარეიტინგო კომპანია ელოდება, რომ როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ასევე სხვადასხვა მიმართულებით რეფორმებისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში გაგრძელდება", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სარეიტინგო სააგენტოს ეს შეფასებები  ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნეს გარემოს სანდოობაზე მიანიშნებს.

„ეს პოზიტიურად აისახება, ერთი მხრივ, ინვესტორთა, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი ბიზნესის ნდობაზე, ზოგადად, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ ფულად-საკრედიტო რესურსების მოზიდვა ქვეყნისთვის უფრო ხელმისაწვდომ ფასად და პირობებით გახდება შესაძლებელი. სარეიტინგო სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. ასევე სარეიტინგო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს კომპანია Eagle Hills-ის მიერ დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე და აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი ექნება ეკონომიკაზე როგორც ინვესტიციების კუთხით, ასევე ზოგადად სამშენებლო სექტორის აქტივობის ზრდაზე", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, სარეიტინგო სააგენტოს შეფასებაში საუბარია საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ დონეზე, მათ შორის აღნიშნულია, რომ რეკორდული რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაღალმა დონემ, საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპორტის და ზოგადად, სერვისების ექსპორტის დინამიურმა ზრდამ.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს S&P-ის რეიტინგში, BB დონეზე, „პოზიტიური" პერსპექტივა მიენიჭა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ შემდგომი ნაბიჯი უკვე საშუალოვადიან პერიოდში თავად რეიტინგის გაუმჯობესება იქნება და ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, მათ შორის, ის ეკონომიკური შედეგები, რაც საქართველოს აქვს და ის მოლოდინები და პროგნოზები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივების კუთხით კეთდება არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან", - აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა