მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თბილისში საქართველო - საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი გახსნა

news image
mbc image

თბილისში საქართველო - საუდის არაბეთის ბიზნესფორუმმა დაიწყო მუშაობა, რომელიც  საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილისა და საუდის არაბეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. ღონისძიებას 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების ფართო წარმომადგენლობა. 

 

„ჩვენი პრიორიტეტია საუდის არაბეთის სამეფოსთან - ყურის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან და უფრო ფართოდ - არაბულ სამყაროსთან ურთიერთობების განმტკიცება. ბოლო წლებში, გასული წლის ჩათვლით, ჩვენ შევინარჩუნეთ მზარდი ტენდენცია ორმხრივი ვაჭრობის, ასევე საუდის არაბეთის ინვესტიციების მიმართულებით. გარდა ამისა, საუდის არაბეთიდან ინვესტიციების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, საქართველო  მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის „ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში. 

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო კლიმატის, ასევე მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ. 

 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის (B2B) შეხვედრები შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. მისი თქმით, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გასული წლის ოქტომბერში ორი პალატის მიერ დაარსებული ერთობლივი ბიზნესსაბჭო, რომელმაც იდეალური ჩარჩო შექმნა ორივე ქვეყნის ბიზნესისთვის კავშირების დასამყარებლად და ახალ პროექტებზე სამუშაოდ.

 

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ჩვენი ქვეყანა შესაძლებლობების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ, რაც საქართველოს მიმზიდველ დანიშნულების ადგილად აქცევს როგორც ინვესტორებისთვის, ისე ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის კლიმატს და განვახორციელეთ რეფორმების ფართო სპექტრი, რომელიც გულისხმობს როგორც ბიზნესის კეთების გამარტივებას, ისე საგადასახადო ტვირთის შემცირებას. დღეს საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად ისეთი ადგილია, სადაც დაბალ ხარჯებთან ერთად დაგხვდებათ შემცირებული რისკები, არაჩვეულებრივი ბიზნეს კლიმატი, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობა და წვდომა 2,3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის გლობალურ ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

ფორუმის მიმდინარეობისას საუდის არაბეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათსაქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების პრეზენტაციას გაცნობოდნენ, რომელიც მათ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე. ამასთან, ორი ქვეყნის წარმომადგენლები გაცვლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.

 

„საქართველოს მტკიცე არჩევანი, იყოს დივერსიფიცირებული და თანამედროვე ეკონომიკა შეესაბამება საუდის არაბეთის მომავლის ხედვას, რაც წარმოადგენს საწარმო შესაძლებლობების ზრდას მწვანე ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტირებისა და სხვა სექტორებში. საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და მოუთმენლად ველით იმ შესაძლებლობებს, რასაც საუდის არაბეთთან ჩვენი პარტნიორობა  ორივე მხარეს მოგვიტანს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა