მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პოლონეთში ექსპორტი 11%-იან ზრდას, ხოლო იმპორტი 16%-იან ზრდას აჩვენებს

news image
mbc image

პოლონეთში ექსპორტი 11%-იან ზრდას, ხოლო იმპორტი 16%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ პოლონეთში 44,096.35 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2023 წლის 10 თვეში კი 39,781.49 ათასი დოლარის. შესაბამისად პოლონეთში ექსპორტი 10.8%-ითაა გაზრდილი.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან პოლონეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 29%-ი მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო პოლონეთში ყიდის:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 12,985.02 ათასი დოლარი,
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 6,950.15 ათასი დოლარი,
  • თხილი და სხვა კაკალი - 3,667.01 ათასი დოლარი,
  • ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 3,273.21 ათასი დოლარი,
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 2,715.15 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს აქ 16,3%-იანი ზრდა ფიქსირდება. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ პოლონეთიდან 253,701.63 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 218,184.96 ათასი დოლარის. პოლონეთიდან იმპორტში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო პოლონეთიდან ყიდულობს: 

  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 38,242.53 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 9,054.72 ათასი დოლარი,
  • მსუბუქი ავტომობილები - 8,607.90 ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 8,456.64 ათასი დოლარი,
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 6,304.02 ათასი დოლარი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა