მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

პორტუგალიიდან საქართველოში იმპორტი 38.4%-ით არის გაზრდილი

news image
mbc image

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და პორტუგალიას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 809.0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.8%-ით ნაკლებია. გასული წლის პირველ ოთხ თვეში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 9 612.9 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან პორტუგალიაში განხორციელებული ექსპორტი 92.6%-ით შემცირდა და 308.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად 2025 წლის იანვარ-აპრილში დაფიქსირებული 4 194.7 ათასი აშშ დოლარისა.

TOP 5 პროდუქტი, რის  ექსპორტსაც  საქართველო პორტუგალიიდან ახდენს:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 120.6 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 97.7 ათასი დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 40.2 ათასი დოლარი;
  • სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 31.7 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 17.0 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, პორტუგალიიდან საქართველოში პროდუქციის შემოტანის მაჩვენებელი 38.4%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანამ პორტუგალიიდან 7 500.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, მაშინ როდესაც 2025 წლის შესაბამის პერიოდში იმპორტის მოცულობა 5 418.2 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო პორტუგალიიდან ახდენს:

  • აგლომერირებული კორპი და ნაწარმი მისგან - 2 050.5 ათასი დოლარი;
  • პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - 830.1 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 821.4 ათასი დოლარი;
  • მანქანები ჭურჭლის სარეცხი - 748.9 ათასი დოლარი;
  • კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 503.0 ათასი დოლარი;
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს

27.07.2026.12:18

საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 6,9 მლნ ტონაა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 10%-ით მეტია. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს რკინიგზას ბოლო ათწლეულებია არ ჰქონია.

„აღსანიშნავია, რომ კომპანიას ახალი ტვირთებიც დაემატა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რკინიგზის გადაზიდვებში გამოჩნდა ისეთი ტვირთის სახეობები, რომლებიც წინა წლის პირველ ნახევარში არ ან თითქმის არ გადაიზიდებოდა. 

სატვირთო გადაზიდვების გარდა, საქართველოს რკინიგზას მნიშვნელოვანი მატება აქვს საოპერაციო შემოსავლებში, კორექტირებულ EBIDTA-სა და შემოსავლებში. 

საოპერაციო შედეგები:

შემოსავალი:

კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა იანვარ-ივნისის პერიოდში 352 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში კორექტირებული EBIDTA საოპერაციო საქმიანობიდან, 27%-ით გაიზარდა და 92.2 მლნ ლარი შეადგინა (2025 წლის 6 თვის მაჩვენებელი: 72.4 მლნ ლარი).

სრული EBITDA გაიზარდა 84%-ით და 137.0 მლნ ლარი შეადგინა (2025 წლის 6 თვის მაჩვენებელი: 74.3 მლნ ლარი). შესაბამისად, კორექტირებული EBITDA მარჟა გაუმჯობესდა 45%-მდე, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 25%-თან შედარებით.

მომგებიანობა:

2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგებამ შეადგინა 112.3 მლნ ლარი, რაც 74%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის წმინდა მოგებას (64.7 მლნ ლარი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა