მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოსსხდომა გაიმართა.

 

სხდომის მონაწილეებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები დასამომავლო გეგმები მიმოიხილეს.

 

განიხილეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები. როგორცსხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა,საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს და 2023 წლისაპრილში 7.5 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-სგაუტოლდა.  აპრილის თვეში  20.4%-ით გაიზარდა ექსპორტის მოცულობა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისზრდამ 100 %-ს გადააჭარბა.

 

სხდომაზე აღინიშნა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულმინიმუმზეა.

 

საუბარი შეეხო ინფლაციის კლების პოზიტიურ ტენდენციებს. აღინიშნა, რომრეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, 2023 წლისმაისში წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, წინა თვესთანშედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც ინფლაციურიზეწოლის მნიშვნელოვან კლებაზე მიანიშნებს. აღინიშნა, რომ 2022 წლისმაისის შემდგომ საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვსდა ინფლაციის დონე ჩამოცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილმიზნობრივ მაჩვენებელს – 3%-ს.

 

ხაზი გაესვა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიურმაჩვენებელს- 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 496.6 მლნ.აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაცპანდემიამდელ - 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთანშედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა 56.0%-ია.

 

ასევე აღინიშნა, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში გაგრძელდაპოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორში როგორც ბრუნვისა დაპროდუქციის გამოშვების, ასევე დასაქმების მიმართულებითაც.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა