მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პროდუქტების ნაწილი რაც რუსეთში გადის, შესაძლოა, საამიროების ბაზარზე გადამისამართდეს - რატი კოჭლამაზაშვილი

news image
mbc image

არაბეთის გაერთიანებული საამიროები საკმაოდ საინტერესო ბაზარია. გალფის ქვეყნები ერთის მხრივ ახლოსაა, მეორეს მხრივ საკმაოდ განვითარებულია და კიდევ უფრო ვითარდება, - აცხადებს Business Insider Georgia-თან ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.

მისი თქმით, ამ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის რატიფიცირებით საქართველო ამ ბაზარზე წვდომას უფრო ეფექტურად შეძლებს. 

„ამ ეტაპზე რაც გაგვაქვს ეს არის ალკოჰოლი, ძირითადად ცხვრის ხორცი და თხილი. თუმცა გარკვეული რაოდენობით უკვე შევიდა იგივე თაფლი, ხილი, მათ შორის ცოცხალი, ახალი ხილი. ასევე ხდება წყლის  ექსპორტი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ალტერნატიული ბაზრები და არსებულის დივერსიფიკაცია გვჭირდება, ის პროდუქტები რაც გადის რუსეთის ბაზარზე შესაძლოა, გარკვეული ნაწილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადამისამართდეს. ამ კუთხით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ნამდვილად დაგვეხმარება.

სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება ეს არის კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ დაიწყოს კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან. შესაბამისად ტარიფი შემცირებულია ან განულებულია, თუმცა ამას თან ახლავს სამთავრობო შეთანხმებები და მთელი რიგი ღონისძიებები, რაც იგეგმება იმისათვის, რომ ვაჭრობა გაიზარდოს. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოხდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია.

საამიროებში მიწოდების ჯაჭვები აწყობილია, შესაბამისად მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია, გამოფენებში მონაწილეობა, რათა ქართული პროდუქტის ცნობადობა გაიზარდოს და მეწარმეებმა დაამყარონ კონტრაქტები“, - აცხადებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

რატი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, რაც შეეხება ამ ბაზარზე ტექნიკურ ბარიერებს, გარკვეულწილად ბარიერები ცხოველურ პროდუქტებზეა, რადგანაც მუსლიმური ქვეყანაა და შესაბამისად თავისი მოთხოვნები აქვს.

„ასევეა ქსელებში შესვლასაც, რადგანაც იქ წამყვანი სახელმწიფოა. საამიროებში ძირითად ბიზნესს სახელმწიფო აკონტროლებს და ამიტომ ის ურთიერთობები რაც სამთავრობო დონეზე ხდება უკვე ბიზნესების დონეზე უნდა დაიწყოს და მოჰყვეს შეთანხმებები და ვაჭრობა. ეს არის ბაზარი, რომელსაც თავისი კონიუნქტურა და რეგულაციები აქვს“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც საქართველოსთვის დამატებით გახსნის 10-მილიონიან მაღალმსყიდველობითუნარიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებს.

ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის არაერთ სფეროს და საკითხს დაფარავს - საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებსა და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციისა და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობის და სხვა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში  31,091.13 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, ხოლო იმპორტმა 283,428.96 ათასი დოლარი შეადგინა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა