პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან ის 5% მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს, ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, ამ ჯაჭვში 5 %-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა - „2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ, სასურსათო პროდუქციის ექსკლუზიური შემომტანი კომპანიების მოგებაზე ისაუბრა.
არჩილ მელიქაძემ „ლაქტალისის“ მაგალითზე, რომელიც კარაქ „პრეზიდენტის“ ექსკლუზიური შემომტანია საქართველოში, განაცხადა, რომ მათი მოგება 5 %-ს 10-ჯერ აღემატება და ის 5%, რომელზეც ისინი საუბრობენ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რაც ჩანს მხოლოდ ისაა.
მისივე თქმით, ფასების გაიაფების რესურსი არსებობს და ის ალტერნატიული ბრენდების ბაზარზე შემოტანაში მდგომარეობს.
„პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან ის 5 % მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ამ ჯაჭვში 5 %-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა, ეს ჯაჭვი ერთმანეთში როგორ გადაინაწილებს ამ მოგებას და სად რა მოგებას აჩვენებს, ეს ძნელი სათქმელია. რეალურად ჩვენ წელს კარაქ „პრეზიდენტში“ 2 თვის განმავლობაში ფული დავკარგეთ, იმას თუ 5 % ჰქონდა ჩვენ გვქონდა მინუსი. ეს არის რეალობა და ეს შეიძლება გადამოწმდეს ჩვენი დეტალური ინფორმაციით. ამიტომ რესურსი ფასის გაიაფების არის და ეს არის ალტერნატივების გაჩენა ამ ბრენდების, რომლებიც მონოპოლიურად მოქმედებენ და ხელოვნურად აძვირებენ ფასს“, - განაცხადა არჩილ მელიქაძემ.
სხვა სიახლეები
ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური - ირაკლი ნადარეიშვილი
20.10.2026.20:56
მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებით ახორციელებს, ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, მაგალითად, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ბაზრებიდან მიღებულ შემოსავლებში ზრდა დაახლოებით 30% გაქვს, ასევე ახალი ბაზრებიდან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
ირაკლი ნადარეიშვილმა პრიორიტეტულ მიმართულებად ჩინეთი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ბაზარზე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მრავალმხრივი მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური.
პირდაპირი ფრენები, დაკავშირებადობა - რაც არის უმნიშვნელოვანესი ტურისტების მოსაზიდად, უვიზო რეჟიმი და ძალიან ინტენსიური მარკეტინგული კამპანია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ, ჩინეთის ბაზრიდან ვიზიტორების და შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, 2026 წლის სამი კვარტალის მონაცემებით ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.