მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.1
0.0081
flag
AZN 1.5457
-0.0002
flag
CNY 38.819
0.0025
flag
EUR 2.9916
0.0067
flag
GBP 3.4923
0.0031
flag
KZT 55.09
0.0006
flag
TRY 0.0554
-0.0001
flag
USD 2.6272
-0.0006
news banner

პროექტის დადასტურების შემთხვევაში, EBRD-ის $19.6 მილიონიანი დაფინანსებით რა შეიცვლება საქართელოს ენერგეტიკის სექტორში - ექსკლუზიური პასუხი

news image
mbc image

EBRD საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. დაფინანსება საქართველოს უმსხვილესი მასშტაბის მზის ელექტროსადგურის განვითარებას მოხმარდება, რაც ქვეყნის განახლებადი ენერგიის გენერაციის სიმძლავრეს გაზრდის.

პროექტი მოიცავს 40.6 მეგავატი სიმძლავრის ახალი მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობის დაფინანსებას, ასევე ადგილობრივი ბანკიდან მანამდე მოზიდული ხიდური დაფინანსების რეფინანსირებას ხუთი უკვე მოქმედი მზის ფოტოელექტრული სადგურისთვის, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 12.2 მეგავატს შეადგენს. აღნიშნული დაფინანსება EBRD-ის მიერ კომპანიების -  შპს „კახეთის მზის“, შპს „მზის ველის“, შპს „ველის“ და შპს „ალაზნის მზის“ სასარგებლოდ შეიძლება მიიმართოს სესხის გამოყოფას სახით. აღნიშნული კომპანიები საქართველოში 52.8 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების (SPP) მშენებლობისა და განვითარების მიზნით არიან დაფუძნებული.

პროექტთან დაკავშირებით, Business Insider Georgia-მ ექსკლუზიურად კითხვით EBRD-ს მიმართა, რომლის საპასუხოდაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიღებული ვადებით პროექტთან დაკავშირებით დირექტორთა საბჭოს მიერ მისი განხილვის სავარაუდო თარიღია 2026 წლის 9 სექტემბერი.

,,პროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, დამტკიცების შემთხვევაში, პროექტის ფარგლებში საქართველოში აშენდება ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი კომერციული დანიშნულების მზის ელექტროსადგური (Utility-scale solar power plant). დაფინანსება მოიცავს 40.6 მგვტ სიმძლავრის ახალი (Greenfield) მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობას, ასევე უკვე მოქმედი ხუთი მზის ელექტროსადგურის (ჯამური სიმძლავრით 12.2 მგვტ) რეფინანსირებას.

პორტფელი, მთლიანობაში, წლიურად დაახლოებით 70.6 გიგავატსაათ (GWh) ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 16,333 ტონა CO₂-ის ემისიის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ამასთან, პროექტი შეავსებს საქართველოს არსებულ ჰიდროენერგეტიკულ გენერაციას.

პროექტი შეესაბამება EBRD-ის ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიას და საქართველოსთვის განსაზღვრულ ქვეყნის სტრატეგიას, რომლებიც ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციასა და სექტორში კერძო სექტორის მონაწილეობის გაძლიერებას ითვალისწინებს. EBRD-ის დამატებითი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ბანკი უზრუნველყოფს გრძელვადიან, პროექტის დაფინანსების (Project finance) პრინციპზე დაფუძნებულ ფინანსურ რესურსს, ისეთი პირობებით, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის”, - აღნიშნავს EBRD Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ADB თბილისის შემოვლითი გზის პროექტს $250 მილიონის სესხით დააფინანსებს, საქართველოს უკეთესი რეგიონული დაკავშირებისთვის

30.07.2026.10:40

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 250 მილიონი დოლარის ($) სესხი თბილისის სტრატეგიული მნიშვნელობის შემოვლითი გზის მშენებლობის მხარდასაჭერად, რაც გააუმჯობესებს საგზაო დაკავშირებას, შეამცირებს სატრანსპორტო გადატვირთვას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტი ჰაბის როლს.

პროექტი მოიცავს თბილისის შემოვლითი გზის 18.9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილს განაახლებს. მოძრაობის გადამისამართება დედაქალაქის გვერდის ავლით შეამსუბუქებს თბილისის სატრანსპორტო დატვირთვას და გააუმჯობესებს ტვირთებისა და ხალხის გადაადგილებას. ADB-ის დაფინანსება მოხმარდება თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს: ლოტი 4-ს (თბილისის აეროპორტი–ლოჭინი) და ლოტი 5-ს (ლოჭინი–რუსთავი). პროექტი ასევე მოიცავს მისასვლელი და მომსახურების გზების მშენებლობასა და განახლებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა