მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ელექტროენერგიის TANAP-ს“ ვუწოდებთ, აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი–ბულგარეთის მარშრუტით ევროპულ ბაზრებზე ენერგიის მიწოდებას ვგეგმავთ, რაც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებს და ევროპის ენერგოუსაფრთხოებას - ალფარსლან ბაირაქთარი

news image
mbc image

თურქეთს, აზერბაიჯანს, ბულგარეთსა და საქართველოს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, სუფთა ენერგიით ვაჭრობის გაფართოებას, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და ოთხ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარებას.

შეთანხმებას ხელი მოეწერა ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ივა პეტროვამ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეთანხმება ითვალისწინებს სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისა და ვაჭრობის განვითარებას, ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი მიწოდებისთვის ტექნიკური, კომერციული და მარეგულირებელი პირობების შექმნას, ასევე ელექტროენერგეტიკული ქსელების ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების საშუალებით საკომუნიკაციო და მონაცემთა გადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ენერგეტიკული მომსახურების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

როგორც თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა სოციალურ ქსელში განაცხადა, პროექტი, რომელსაც „ელექტროენერგიის TANAP-ს“ უწოდებენ, სუფთა ენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდებას ითვალისწინებს.

„ამ პროექტის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ „ელექტროენერგიის TANAP-ს“ ვუწოდებთ, მიზნად ვისახავთ სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდებას აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი–ბულგარეთის მარშრუტით. იმ პირობებში, როდესაც ელექტრიფიკაციის პროცესი სულ უფრო ჩქარდება, ეს ნაბიჯი გააძლიერებს ენერგეტიკულ კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის, შექმნის ახალ შესაძლებლობებს სუფთა ენერგიით ვაჭრობისთვის და ხელს შეუწყობს ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოების განმტკიცებას“, – განაცხადა ალფარსლან ბაირაქთარმა.

მისივე თქმით, ოთხი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც მონაწილე ქვეყნების, ისე მთლიანად რეგიონის ენერგეტიკულ განვითარებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა