მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პურის წარმოებამ თანამშრომლების 25% დაკარგა, უმეტესობა კვალიფიციური კადრია - მალხაზ დოლიძე

news image
mbc image

პურის წარმოებაში კადრების დიდი სიმცირეა. პრობლემა მოსახლეობის გადინებას უკავშირდება, რამაც კომპანიებს დიდი პრობლემა შეუქმნა. მწარმოებლებს ჩანაცვლება ნაკლებად კვალიფიციური კადრით ან სულაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებით უწევთ.

„პურის მწარმოებელთა კავშირის" თავმჯდომარის,  მალხაზ დოლიძის განცხადებით,  სექტორმა თანამშრომლების დაახლოებით 25% დაკარგა.

„კადრების გადინება დაიწყო და ეს პროცესი ჩვენს წარმოებასაც შეეხო. ამას სექტორში რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: ხელფასები დაბალია, ცხელი გარემოა, რთული სამუშაო, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე დასაქმება ნაკლებად მიმზიდველია. ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებულები მასიურად წავიდნენ სამუშაოდ ევროპაში, სერიოზული პრობლემაა.

კადრების  დაახლოებით 25% დაკარგა დარგმა, წარმოებას არ ვაჩერებთ და მოგვყავს მუშახელი, მაგრამ კვალიფიციური კადრის სიმცირეა. ამის გამო ზოგიერთი იძულებული გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაესაქმებინა, უფრო მეტი შანსი ამ მხრივ რუსულენოვან კადრს აქვს და მათ უკვე არც უჭირთ საქართველოში დასაქმება", - აცხადებს მალხაზ დოლიძე Business Insider Georgia - თან.

„პურის მწარმოებელთა კავშირის" ხელმძღვანელმა პურის ფასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა და ეს საკითხი ჯერჯერობით აღარ გადაიხედება, თუკი გადასახადების კუთხით მთავრობა პოლიტიკას არ შეცვლის.

მალხაზ დოლიძე კომუნალურ ხარჯზე აკეთებს აქცენტს, რომლის წილიც პროდუქტის თვითღირებულებაში დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა