„ქართუ ფონდმა“ დაადასტურა, რომ ამ სესხებზე მოთხოვნა არ არსებობს - ადამიანებს ძალიან მოკლე ვადაში შეექმნათ შესაძლებლობა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ან გამარტივებოდათ, ან არ ჰქონდათ და გაუჩნდათ ეს ხელმისაწვდომობა | ალექსანდრე ძნელაძე „ფონდი ქართუს“ მიერ გამოსყიდულ სესხებზე
„ქართუ ფონდის“ გარდა არავის არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს აღნიშნული სესხი, რადგან სესხები, რომელიც შეიძინა „ქართუ ფონდმა“, მხოლოდ მას ეკუთვნის აღნიშნული ვალდებულებები, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „ქართუ ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.
მისი თქმით, „ქართუ ფონდმა“ დაადასტურა, რომ ამ სესხებზე მოთხოვნა არ არსებობს.
„ქართუ ფონდი“ ამბობს, რომ თუ ვინმეს აინტერესებს ეს საკითხი, შეგიძლიათ, მომმართოთ და მოგცემთ ცნობას, რომ ჩვენ გვეკუთვნის ეს ვალდებულება და არ ვითხოვთ მას. 9 წლის წინ რომ გადავიდა ვადაგადაცილებაში სესხი, იმ სესხებზე ვსაუბრობთ, რომლებზეც ხანდაზმულობის ნაწილიც შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს, სულ რომ არ ვისაუბროთ რეალიზაციასთან დაკავშირებით.
კონკრეტულად ამ ადამიანებს ძალიან მოკლე ვადაში შეექმნათ შესაძლებლობა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ან გამარტივებოდათ, ან არ ჰქონდათ და გაუჩნდათ ეს ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826