მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

ქართული საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს ირანის მიმართ დაწესებულ აშშ-ის და სხვა საერთაშორისო სანქციათა რეჟიმებს - საქართველოს ეროვნული ბანკი „The Hill“ - ში გამოქვეყნებულ სტატიაზე

news image
mbc image

საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება და ჩვენი ქვეყნის საფრთხის ქვეშ დაყენება - ეს არის მიზანი იმ სტატიის, რომელიც ფაქტობრივ ტყუილებს და ცრუ ბრალდებებს ეფუძნება.

სტატიის ავტორი, მკვლევარი ქეთი ქორქია ანალიზის დროს ეყრდნობა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“, რომლის თავმჯდომარეც თინა ხიდაშელია.

სტატია სათაურით - „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ - „The Hill“-ში გამოქვეყნდა.

სტატიას ეკა გიგაური აზიარებს. სტატიის ავტორი ვაშინგტონისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს საკითხზე, რომელსაც ხელისუფლების განმარტებით, არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.

სტატიას ეხმაურებიან „ეროვნულ ბანკში“. როგორც „ქრონიკას“ ეროვნულ ბანკში განუცხადეს, სებ-მა, რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, კომერციული ბანკებისთვის შეიმუშავა შესაბამისი ჩარჩო, რომელთან შესაბამისობასაც პერიოდულად ამოწმებს ადგილზე ინსპექტირების გზით.

„ქართული საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს ირანის მიმართ დაწესებულ აშშ-ის და სხვა საერთაშორისო სანქციათა რეჟიმებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, კომერციული ბანკებისთვის შეიმუშავა შესაბამისი ჩარჩო, რომელთან შესაბამისობასაც სებ-ი პერიოდულად ამოწმებს ადგილზე ინსპექტირების გზით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, შემოწმებების პროცესში არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა.

რაც შეეხება „ინვესტბანკს“ ის არ წარმოადგენს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს. შესაბამისად, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი ვერანაირად ვერ გახდება ფინანსური ტრანზაქციების გამტარი“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

შეგახსენებთ, სს „კაპიტალ ბანკს“ იგივე სს „ინვესტბანკს“ 2016 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

16.10.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9274 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9274 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა