მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

ქართულმა მხარემ IBM-ის წარმომადგენელთან საქართველოში კომპანიის საქმიანობის გაფართოებისა და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაცია IBM-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს და გლობალური ურთიერთობების მთავარ ოფიცერს, ჯონათან ადაშეკს შეხვდნენ. შეხვედრა ლისაბონში, ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ტექნოლოგიური ღონისძიების — Web Summit 2026-ის ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველო მასშტაბური ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის არსებული შესაძლებლობები და IBM-თან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კერძოდ ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში IBM-ის ტექნოლოგიური და სერვისების ცენტრის შექმნის შესაძლებლობა იყო. საუბარი შეეხო საქართველოში ისეთი მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, აპლიკაციების მოდერნიზაცია და ტექნიკური მხარდაჭერა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ციფრული უნარების გაძლიერებას. ამ კონტექსტში განიხილეს IBM SkillsBuild-ის ფარგლებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ადგილობრივ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე, IT სექტორის სწრაფ განვითარებაზე, საერთაშორისო კომპანიებისთვის ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და კონკურენტულ საგადასახადო პირობებზე. აღინიშნა, რომ საქართველოდან IT სერვისების ექსპორტმა 2025 წელს 1.15 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 67%-იანი ზრდაა. ქვეყანაში უკვე 170-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს, ხოლო ICT სექტორის წილი ეკონომიკაში 2026 წლის პირველ ნახევარში 8.9%-მდე გაიზარდა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, ევროპისა და აზიის ბაზრებთან წვდომის შესაძლებლობას, კვალიფიციური ადამიანური რესურსის არსებობასა და ტექნოლოგიური განათლების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს. ასევე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო კომპანიებისთვის მოქმედ სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებსა და საგადასახადო შეღავათებზე, მათ შორის საერთაშორისო კომპანიის სტატუსით გათვალისწინებულ პირობებზე.

IBM გლობალური ტექნოლოგიური კორპორაციაა, რომელიც 175-ზე მეტ ქვეყანაში კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტის, საკონსულტაციო მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქმიანობს. კომპანია აქტიურად ავითარებს ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მართვისა და კიბერუსაფრთხოების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებს ემსახურება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან - ლევან მეხუზლა

12.11.2026.13:57

"მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

ლევან მეხუზლას განმარტებით, მცირე მარნებისთვის ნიშანდება იქნება სავალდებულო, თუმცა საფასურს არ გადაიხდიან.

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა.

ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლიანი სასმლის ფალსიფიცირების პრევენცია, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი იქნება დაცული მატერიალური ფორმის, QR კოდითა და უნიკალური ნომრით.

QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატისა და ნიშნის სტატუსის შესახებ.

ნიშანდების წესი 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა