მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ - დიდი შანსია, რომ ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს | ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი

news image
mbc image

ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ, - ამბობს ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი კორინა ამზა.

მისი თქმით, საერთაშორისო BPO კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი მიმართულებაა.

„ვფიქრობ, საერთაშორისო BPO კომპანიებისთვის აქ განსაკუთრებით მიმზიდველია უცხო ენების ცოდნის დონე და კვალიფიციური კადრები. ამასთან, ბიზნესის დაწყებაც საკმაოდ მარტივია. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა კადრების მოძიება არა მხოლოდ ოპერატორების, არამედ პროექტების მართვისა და IT მიმართულებითაც. ვფიქრობ, საქართველოში ამ მხრივ დიდი პოტენციალია“, - ამბობს კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი, რომელიც იმ ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთა, რომლებიც ქვეყანას ინვესტიციების სააგენტოს მოწვევით სტუმრობს.

კორინა ამზა არ გამორიცხავს, რომ Refurbed-ის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს.

„დიახ, ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს. ასევე, ვთანამშრომლობ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც BPO ოპერაციებს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ. მაგალითად, შესაძლებელია ოპერაციების ფილიპინებიდან საქართველოში გადმოტანაც. ესეც ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ძალიან მომეწონა ინვესტიციების სააგენტოს პრეზენტაცია. განსაკუთრებით საინტერესო იყო ინფორმაცია საქართველოში არსებული საკადრო პოტენციალის, ბიზნესის დაწყების სიმარტივისა და იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ქვეყანა. ასევე, საინტერესო იყო საქართველოს შრომითი კანონმდებლობის გაცნობა. ჩემთვის საინტერესო იყო უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციაც. მაგალითად, განსაკუთრებით მაინტერესებს საერთო სამუშაო სივრცეები“, - აღნიშნა Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტო საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედ 12 საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. საინვესტიციო ტურის მიზანია, საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესაძლებლობები გააცნოს და ხელი შეუწყოს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მიხედვით განისაზღვრება

28.10.2026.15:31

გაზისა და წყლის ტარიფები  მოხმარების მიხედვით განისაზღვრება. ცვლილების თანახმად, სემეკი უფლებამოსილია წყალმომარაგების შემთხვევაში 2036 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით, 2038 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა