ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ზრდა და ღირსეული დასაქმება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია - თამარ იოსელიანი
„მეზღვაურის განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემა ერთიან სტანდარტში მოექცა. მეზღვაურთა სახელმწიფო რეესტრში დღეის მდგომარეობით დაახლოებით 20,000 მეზღვაურია რეგისტრირებული, მათი ღირსეული დასაქმება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობა, წლებია, მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს მეზღვაურთა განათლების სისტემაში, შედეგად, საქართველოში გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები აღიარებულია მსოფლიოს 75 ქვეყნის მიერ. მისი თქმით, ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ზრდა და ღირსეული დასაქმება სამთავრობო პოლიტიკის პრიორიტეტია.
„ქართველი მეზღვაურების დასაქმება ჩვენი დღის წესრიგის კიდევ ერთი პრიორიტეტია. საქართველოს 75 სახელმწიფოსთან, მათ შორის, ევროკავშირის 20 ქვეყანასთან აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რათა ქართველი მეზღვაურების ღირსეული დასაქმება მოხდეს. აღსანიშნავია, რომ მეზღვაურების კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში წლიდან წლამდე იზრდება. მინიმალური გათვლებით, საუბარია ყოველწლიურად დაახლოებით 200 მლნ დოლარის შემოსავალზე," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
აღსანიშნავია, რომ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თანახმად, იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია (გემთწამყვანი და გემთმექანიკოსი) და მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია განუახლოს ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი. ცვლილება დაახლოებით 800 ქართველ მეზღვაურს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ პოზიცია კაპიტანის და უფროსი მექანიკოსის დონემდე, რაც ასეთ შემთხვევაში საქართველოსთვის ყოველწლიურად 55 მლნ დოლარის შემოსავალს უტოლდება.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
14.08.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0233 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0233 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0191 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.