ყაზახეთთან ექსპორტი 393.5%-ით გაიზარდა - რას ვყიდით და რას ვყიდულობთ
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ყაზახეთში 77,937.56 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, ხოლო 3,067.58 ათასი დოლარის იყიდა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე 2 თვის მაჩვენებლებით ექსპორტი 393.5%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 11.5%-იან კლებას აჩვენებს. 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ყაზახეთში 15,791.97 ათასი დოლარია პროდუქცია გაყიდა, ხოლო 3,466.84 ათასი დოლარის იყიდა.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველოსთვის ყაზახეთის ბაზარზე გატანილი პროდუქციის ღირებულების მიხედვით რეკორდული 2022 წელი იყო, რა დროსაც ყაზახეთში ექსპორტზე 238,173.32 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, ხოლო იმპორტის კუთხით რეკორდული 2012 წელი იყო, როდესაც საქართველომ ყაზახეთიდან 132,411.79 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
საინტერესოა წრიულ ჭრილში რაც ყიდულობს და რას ყიდის საქართველოს ყაზახეთის ბაზარზე, ამიტომ ჩვენ უახლოესი, 2022 წლის სტატისტიკური მაჩვენებლები გავაანალიზეთ.
ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ყაზახეთში ვყიდულობთ:
ტოპ-10 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთის ბაზარზე ყიდის:
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826