მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქეშბექის გადახდის დაგვიანება პირდაპირ მოქმედებს ბიზნესზე - შეკვეთის მისაწოდებლად გვჭირდება საბრუნავი თანხა, ამიტომ მივდივართ ბანკთან, რომელიც გვაძლევს მაღალ პროცენტში სესხს და ეს პროცესი გრძელდება დაუსრულებლად, ჯაჭვია | „ჯეო ნატურალსის“ ფინანსური დირექტორი გიორგი პარკაია

news image
mbc image
მთავარი პრობლემა, რომელზეც ვისაუბრეთ, ქეშბექია, მაგრამ ქეშბექი საბოლოო ჯამში გადახდის პირობებზე მოქმედებს. ქეშბექს გვაჭრიან შეტანისთანავე, ხოლო გადახდას გვპირდებიან მხოლოდ მაშინ, როცა გაყიდიან, - ამის შესახებ, შპს „ჯეო ნატურალსის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი პარკაიამ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
 
როგორც პარკაიამ აღნიშნა, გადახდის დაგვიანება პირდაპირ მოქმედებს ბიზნესზე, შესაბამისად, საბრუნავი თანხის მისაღებად, მწარმოებელს უწევს ბანკთან მისვლა, რომელიც რომელიც სესხს მაღალ პროცენტში გასცემს. მისი თქმით, ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდება.
 
„მთავარი პრობლემა, რომელზეც ვისაუბრეთ, ქეშბექია, მაგრამ ქეშბექი, საბოლოო ჯამში, გადახდის პრობლემებზე მოქმედებს. ქეშბექს გვაჭრიან შეტანისთანავე, ხოლო გადახდით იხდიან მხოლოდ მაშინ, როცა გაყიდიან. გვეუბნებიან, რომ გავყიდეთ 20 000 ლარის პროდუქცია, გვირიცხავენ 20 000 ლარს - ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და იმავდროულად გვიგზავნიან 100 000 ლარის შეკვეთას. იგივე ქსელი გვიგზავნის უფრო გაზრდილ მოთხოვნას, ვიდრე ჩაგვირიცხეს.
 
ეს როგორ მოქმედებს: ჩაგვირიცხეს 20 000 ლარი, ხოლო უნდა მივაწოდოთ 100 000 ლარის პროდუქცია. ამ 100 000 ლარის შეკვეთის მისაწოდებლად ისევ გვჭირდება საბრუნავი თანხა, ამიტომ მივდივართ ბანკთან, რომელიც გვაძლევს მაღალ პროცენტზე სესხს. ეს პროცესი გრძელდება დაუსრულებლად - ჯაჭვია.
 
რეალურად, ჩვენი პრობლემა არის გადახდის პირობები: ჯერ ერთი, არ ვიცით, როდის და რას გვიხდიან; შემდეგ გვიწევს ბანკიდან ვალის აღება, დამატებითი კაპიტალის მოზიდვა და შესაბამისად გვეზრდება ხარჯები. თავიდან დავიწყეთ სოფლის განვითარების გრანტითა და სესხით. ეს გრანტი და სესხი ახლა გაზრდილია, ამჟამად გვაქვს დაახლოებით 15-ჯერ მეტი მოცულობა, 6 მილიონი ლარის სესხი. გადახდის დაგვიანება პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ბიზნესზე.“ - განაცხადა გიორგი პარკაიამ.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა