მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში უნიკალური პროექტია - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მსხვილი ინვესტიციები ბევრი არ განხორციელებულა  და პროექტის მასშტაბურობა, რა თქმა უნდა, გამორჩეულია. ეს არის ნათელი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მაღალ დონეზე კოორდინაციის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში  ახალი ინდუსტრია ჩამოვაყალიბოთ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს ახალი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მთავრობის სხვა წევრებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. 

საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი" აშენებს. ის ყველაზე მსხვილ კერძო საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში - სრული საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონ აშშ დოლარამდეა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პირველი ფაზის შემთხვევაში საუბარია 1 მლნ ტონაზე მეტი პროდუქციის გამოშვებაზე. თუმცა, საბოლოოდ პროექტი  რამდენიმე ფაზად განვითარდება და ბოლო ეტაპზე საწარმო შეძლებს როგორც ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, ისე მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას, რომელიც მათ შორის, ევროპის ბაზარზე  იქნება ექსპორტირებული.

„ამ შემთხვევაშიც საუბარია იმ გეოგრაფიულ უპირატესობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს  და სწორედ ეს უპირატესობა გვაძლევს საფუძველს, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი, კომერციულად წარმატებული პროექტი - ნავთობგადამამუშავებელი საწარმო შეიქმნას. ეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში უნიკალური პროექტია. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება  ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ენერგორესურსებზე მოთხოვნა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენება შეძლოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ინვესტორებს იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

როგორც ქარხნის პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა, ის მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით იქნება აღჭურვილი, რაც  უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საწარმოს განვითარება სრულადაა თანხვედრაში გარემოს დაცვით  უმაღლეს სტანდარტებთან. ქარხანა ფუნქციონირებას 2025 წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად  1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას გეგმავს. 

„ასეთი ტიპის პროექტების განხორციელება ეპოქალურია, ეს არ არის შემთხვევითი, რიგითი პროექტი, ასეთი მასშტაბის საწარმოები შეიძლება, საუკუნეში ერთი იქმნებოდეს. როცა საუბარია საქართველოში ეკონომიკურ წინსვლაზე, ეკონომიკის ზრდაზე, როცა საუბარია - ხორციელდება თუ არა ახალი ინვესტიციები ქვეყანაში და იქმნება თუ არა ახალი საწარმოები, მათ შორის სპეკულაციის თემა იყო - რამდენი ახალი საწარმო შეიქმნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად თითოეული საწარმო, რომელიც სახელმწიფოს თანამონაწილეობით არის შექმნილი, აღრიცხული გვყავს და ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა, ყველასთვის ხელმისაწვდომი. თუმცა, ასეთი ტიპის საწარმოები, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთეულები იყოს, რადგან ის ახალი დარგის განვითარების საფუძველია. აქ საუბარია  ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაზე, ახალი კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე ჩვენს ქვეყანაში და საბოლოოდ სხვადასხვა ეტაპების განხორციელების შემდეგ, მათ შორის ქვეყანაში ნავთობქიმიის განვითარებაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სოციალურ მნიშვნელობას რეგიონისთვის - საწარმო უკვე პირველ ეტაპზე რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს. „მადლობა „ბლექ სი პეტროლიუმის" ხელმძღვანელობას ასეთი ინვესტიციებისთვის. ჩვენი მხრიდან მუდმივად გექნებათ მხარდაჭერა, რომ საწარმო წარმატებული იყოს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა