მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

ქუთაისის ტექნოჰაბის პროექტი საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადია, რომ ვყალიბდებით მთავარი მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები, როგორც საინჟინრო კომუნიკაციების, ასევე მოპირკეთების ნაწილში. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი არის საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადი, რომ ვყალიბდებით მთავარ მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, ტექნოლოგიურ ჰაბში ამოქმედდება ტექნოლოგიური მუზეუმი, ასევე ტექნოლოგიური სკოლა ბავშვებისთვის, საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ასევე საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი.

„საერთო ჯამში, ყოველივე საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო სერვისების, სტარტაპების და ინოვატორების გაძლიერების მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ბოლო ეტაპზეა შენობის სახურავზე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედია განათების ინსტალაციის მოწყობა, ასევე დასრულდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმისთვის ინტერაქტიული ექსპონატების მოწოდება. მათი მონტაჟი მუზეუმის სივრცის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ იგეგმება.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მიზნად ისახავს ინოვაციების, განათლებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეგიონში მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საქმიანობების განვითარებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დიდი ბრიტანეთის სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს - სებ

26.05.2026.19:39

დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირების შესახებ განვმარტავთ, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს. სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, უნებართვო საქმიანობის იდენტიფიცირების შემთხვევაში მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე, სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2025 წლის სექტემბერში მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ზოგიერთ შემთხვევაში დამდგარია შესაბამისი პასუხისმგებლობაც.

საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება, რომლის თანახმადაც, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს რეიტინგი შეადგენს ‘largely compliant”-ს. აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა