მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების პოტენციალი ძალიან დიდია, მთავარია მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი რესურსები - მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი

news image
mbc image

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენერგეტიკა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგია, რადგან ელექტროენერგიის წილი პრაქტიკულად ყველა პროდუქტსა და წარმოებაში გვხვდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გიორგი მარგებაძემ აღნიშნა, საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალი წლიურად დაახლოებით 50 მილიარდ კილოვატ საათს აღწევს, რაც ქვეყნის ამჟამინდელ მოხმარებას მნიშვნელოვნად აღემატება და სწორი დაგეგმვის პირობებში ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შესაძლებლობას ქმნის.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ენერგეტიკის დარგი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის წილი აბსოლუტურად ყველა პროდუქტში გვხვდება - ნებისმიერ წარმოებაში. 

რაც შეეხება პოტენციალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, რომ გადავხედოთ ნორვეგიის წყლის რესურსების მართვის სააგენტოს, რომელმაც გააკეთა კვლევა და შეაფასა ზოგადად ჩვენი ჰიდრორესურსებიც და ქარის და მზეც - ეს დაახლოებით 50 მილიარდ კილოვატ საათს ითვლის და ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის მოხმარება აფხაზეთიანად არის დაახლოებით 13,5-14 მილიარდი კილოვატ საათი. შესაბამისად, რესურსი ძალიან ბევრი გვაქვს, ქარს და მზეს რომ თავი დავანებოთ, ჰიდროს ნაწილში - წყალი რომელიც მუდმივად მოედინება, ეს არის დაახლოებით 30 მილიარდ კილოვატ საათამდე, იმაზე ორჯერ მეტი რასაც ჩვენ დღეს მოვიხმართ. ამიტომ პოტენციალი ძალიან დიდია, რესურსი გვაქვს და მთავარია ახლა სწორად ავმუშაობდეთ, სწორად დავგეგმოთ, რათა მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი რესურსები“, - განაცხადა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

26.10.2026.17:04

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 120.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.13% წინა კვირასთან შედარებით და -14.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 307 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 119.30 - 127.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური
ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.09% წინა კვირასთან შედარებით და -10.94% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 251 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.70 - 50.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 41.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.59% წინა კვირასთან შედარებით და - 7.99% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 185 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.40 - 43.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა