მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა დაახლოებით 220 ათასს შეადგენს, რაც სამუშაო ძალის 13.9%-ია - გოგიტა თოდრაძის განმარტება

news image
mbc image

საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლის გაანგარიშება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებზე დაყრდნობით ხდება. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა,  უმუშევრად ითვლება პირი, რომელიც ბოლო კვირაში არ მუშაობდა, გასული თვის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამსახურს და მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. 

„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს მეთოდოლოგია, რომელსაც ვიყენებთ უმუშევრობის და დასაქმების სტატისტიკის გაანგარიშებისას, ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ვინ არის უმუშევარი ამ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ეს არ გახლავთ ჩვენი, საქსტატის მოგონილი ეროვნული მაჩვენებელი. უმუშევრად ითვლება პირი, ვინც არ მუშაობდა გასული კვირის განმავლობაში ერთი საათითაც კი, იმავდროულად ეძებდა სამუშაოს გასული თვის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ანუ მაგალითად, თუ პირი არ მუშაობს, მაგრამ არ ეძებს სამუშაოს სხვადასხვა მიზეზით, მაშინ ის არათუ უმუშევრად ითვლება, არამედ კვალიფიცირდება მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, ანუ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილია.

ასევე შეიძლება პირი არ მუშაობს, ეძებს სამუშაოს, მაგრამ არ არის მზად მუშაობის დასაწყებად, ანუ მაგალითად ვგულისხმობ არა აქვს მას შესაბამისი კვალიფიკაცია, ან შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელიც მას სჭირდება მუშაობის დასაწყებად. ასეთი პირიც კვალიფიცირდება მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ. ზოგადად რომ ავიღოთ, უმუშევრობის სტატისტიკისთვის ჩვენ ვიყენებთ მოსახლეობას 15 წლის და ზემოთ, ანუ მინიმალური ზღვარი არის 15 წელი, ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული. ასეთი კატეგორიის მოსახლეობა გახლავთ 3 მილიონი. ეს 3 მილიონი იყოფა ორ ნაწილად: პირველია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა და მეორე გახლავთ დაახლოებით... ანუ პირველი არის დაახლოებით 1 მილიონ 600 ათასი, 650 ათასი და დანარჩენი არის ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, ანუ მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ.

პირველი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შედგება ორი ნაწილისგან: დასაქმებულები და უმუშევრები, ოღონდ უმუშევრები სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით. დასაქმებული ორ მიმართულებას აერთიანებს: პირველი არის დაქირავებული პირი, რომელიც დაკონტრაქტებულია დამსაქმებელთან და რომელსაც ერიცხება ხელფასი, ხოლო თვითდასაქმებული შეიძლება იყოს საკუთარ მამულში უსასყიდლოდ მომუშავე პირი, რომელიც მის მიერ მოწეული მაგალითად პროდუქციის 50 პროცენტზე მეტს ყიდის ბაზარზე ან ბარტერის სახით იღებს რაღაც გაცვლიდან მიღებულ შემოსავალს. აქ შედის მაგალითად ძიძები, რეპეტიტორები, რომლებიც ხელფასს კი არა იღებენ, შემოსავალს თავიანთი თვითდასაქმებიდან. შესაბამისად უმუშევრობის დონე იანგარიშება ამ უმუშევართა რაოდენობის პროცენტული წილით სწორედ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან. ანუ უმუშევართა რაოდენობა არის დაახლოებით 220 000 ამ კრიტერიუმის მიხედვით და მისი პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან სწორედ გვაძლევს ამ 13.9-იან მაჩვენებელს“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის $751 მლნ ღირებულების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკმა საქართველოს $372 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო

10.06.2026.14:36

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.

„აღნიშნული თანხა ნაწილია პროექტისა, რომლის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონი აშშ დოლარის აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონი აშშ დოლარის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.

ხელმოწერის ცერემონიას ქართული მხრიდან დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია. 

პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ასევე, საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

პროექტს განახორციელებენ სს „საქართველოს რკინიგზა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შესაბამის საპროექტო შეთანხმებას სს „საქართველოს რკინიგზასა“ და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოაწერეს სს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.

რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დერეფნის გასწვრივ ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით.

აღნიშნული ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე, მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და უფრო დივერსიფიცირებული და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვისაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა