ქვეყნები, სადაც საქართველო ოქროს ყიდის
2025 წლის 10 თვეში საქართველომ ექსპორტზე 97 959.7 ათასი დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო გაიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის 10 თვეში ქვეყნიდან 85 771.2 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა. თუმცა თუ არსებულ მაჩვენებლებს დავუკვირდებით, მიუხედავად ღირებულებით ნაწილი ზრდისა, მოცულობითი კუთხით კლება ფიქსირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ოქროს ღირებულება გაიზარდა.
2025 წლის 10 თვის მაჩვენებლებით ქვეყნიდან 1,7 ტონა ოქროს ექსპორტი განხორციელდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,4 ტონის. შესაბამისად ოქროს ექსპორტი 19%-ით არის შემცირებული.
ქვეყნები, სადაც საქართველო ოქროს ყიდის:
შვეიცარია - 1.5 ტონა - 83 637.3 ათასი დოლარი;
თურქეთი - 0.2 ტონა - 12 892.2 ათასი დოლარი;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.0 ტონა - 1 430.2 ათასი დოლარი;
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826