მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7191.5
-0.0023
flag
AZN 1.5576
-0.0007
flag
CNY 39.03
-0.0059
flag
EUR 3.02
-0.0151
flag
GBP 3.5004
-0.0073
flag
KZT 54.47
0.0008
flag
TRY 0.057
0
flag
USD 2.648
-0.0007
news banner

ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს რკინიგზაში სრული განახლება იწყება

news image
mbc image

საქართველოს რკინიგზა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პრიორიტეტულია. კომპანიის „ისტორიული განახლების" პრეზენტაციაზე, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები შეაჯამა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შემუშავებულია კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც სამ საკვანძო მიმართულებას ეფუძნება: ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერებას და სამგზავრო მიმართულების მოდერნიზაციას. თითოეული მიმართულება უზრუნველყოფილია დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმებით და ერთიან სისტემაში აერთიანებს ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ განვითარებას, რაც ქმნის საფუძველს კომპანიის ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის ზრდისთვის.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს რკინიგზის ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება საოპერაციო მოგების მარჟას, ის 25%-დან 36%-მდე გაიზარდა. გატარებული სამუშაოების შედეგად, მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობამ 30%-ით მოიმატა, ხოლო ქვეყნის გადაკვეთის დრო 20%-ით შემცირდა.

„ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას. ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას. განხორციელდება 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენა და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის გადაკვეთის დრო 24 საათიდან 12 საათამდე შევამციროთ და ამასთან გავაორმაგოთ ქვეყნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად აქტიურად ვითარდება სამგზავრო მიმართულებაც. კომპანია ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენას გეგმავს, რაც საქართველოს რკინიგზას მგზავრთნაკადის გაორმაგების შესაძლებლობას მისცემს და მგზავრობა უფრო სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება.

2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი – ბათუმისა და თბილისი – ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზის სრული რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაადგილებას. შედეგად, ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ბათუმის მიმართულებით კი შემცირდება დაახლოებით 4 საათამდე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია, რომელიც 2027 წლის ზამთარში დასრულდება. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ „კუკუშკის" უნიკალური გამოცდილებით.

„რკინიგზა არის უფრო უფრო დიდი, ინტეგრირებული სისტემის ნაწილი და ამ ტვირთნაკადს სჭირდება ძლიერი საზღვაო კარიბჭე. სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი. სახელმწიფო უკვე აშენებს საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც სასტუმრო „პარაგრაფში" გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ტრადიციული მარშრუტების სიმყიფე და ახალი, სანდო დერეფნების საჭიროება გამოკვეთა, რამაც შუა დერეფანს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი ლოგიკური შედეგია და ქვეყანა მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც სტაბილურობისა და ხარისხის გარანტმა პარტნიორმა. აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, შუა დერეფანი უკვე ყალიბდება გლობალური ვაჭრობის რეალურ და კონკურენტუნარიან ალტერნატივად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ევროპა არის ბაზარი, სადაც მაის-ივნისშიც ძალიან დიდი მოხმარებაა - გიორგი მარგებაძე

24.06.2026.16:20

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასაჩქარებლად სახელმწიფომ გარანტირებული შესყიდვის ტარიფები და პირობები უნდა გადახედოს. ამის შესახებ  ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი მარგებაძე ისაუბრა. 

მისი შეფასებით, არსებული მოდელი ინვესტორებისთვის საკმარისად მიმზიდველი არ არის, მაშინ როდესაც ქვეყანას ახალი გენერაციის ობიექტების სწრაფად ამოქმედება სჭირდება ენერგოდეფიციტის შესამცირებლად.

„როდესაც თოვლი დნობას იწყებს, ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები 100%-იანი დატვირთვით მუშაობენ. შესაბამისად, მაისის შუიდან ივნისის ბოლომდე, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, ჭარბი ელექტროენერგია (პროფიციტი) გვაქვს. ამ დროს გვიწევს წყლის დაღვრა, რაც ძალიან ცუდია, რადგან, როდესაც ახალი სადგურის ასაშენებლად ინვესტორი ბანკში მიდის, ბანკი ხედავს, რომ იმ თვეებში, როდესაც ყველაზე მაღალი გენერაცია უნდა გქონდეს, გამომუშავება გინახევრდება (ხშირად რეჟიმულად 60-70%-საც კი ვაკლებთ). შედეგად, თუ პროექტის უკუგება 8-9 წელი უნდა ყოფილიყო, ის 12-13 წლამდე იზრდება, რის გამოც ბანკი დაფინანსებაზე უარს ამბობს. ამიტომ, სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაფიქრებელი.

ამ მიმართულებით რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი. პირველი, საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. ვიცით, რომ თურქეთში ამ პერიოდში იმდენი მზის სადგურია შესული ექსპლუატაციაში, რომ ჩვენგან ელექტროენერგია აღარ სჭირდებათ. აქ უკვე ალტერნატივად რჩება შავი ზღვის კაბელი, რომლის პროექტირება, კვლევების დასრულება და სამშენებლო სტადიაზე გადასვლა მაქსიმალურად სწრაფი ტემპით უნდა მოხდეს, რადგან ევროპა არის ბაზარი, სადაც მაის-ივნისშიც ძალიან დიდი მოხმარებაა.

გარდა საექსპორტო პოტენციალისა, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შიდა მოხმარებაზეც. ჭარბი ელექტროენერგია გვაძლევს შესაძლებლობას, მოვიზიდოთ ისეთი ბიზნესი, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რადგან დატაცენტრებს ძალიან დიდი მოხმარება აქვთ. როდესაც ხელოვნურ ინტელექტს ვახსენებთ, მხოლოდ ჩიპები და რობოტები არ უნდა წარმოვიდგინოთ - ყოველი ხელოვნური ინტელექტის მიღმა დგას დატაცენტრი, ხოლო დატაცენტრის უკან - ტურბინა და გენერატორი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა. ერთ მაგალითს გეტყვით: საბჭოთა კავშირის დროს მელიორაცია, კერძოდ კი სატუმბი სადგურები, 400 მეგავატს მოიხმარდა, დღეს კი მხოლოდ 30 მეგავატს მოვიხმართ. მელიორაციის განვითარებით, სადაც ადრე მიწები არ ირწყვებოდა, მოხმარება საგრძნობლად აიწევს. სხვათა შორის, ახლახან მიღებული კანონი, რომელიც 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილების შემოყვანას კრძალავს და მაღალ საბაჟო გადასახადებს აწესებს, ბიძგს მისცემს ქვეყანაში ელექტრომობილების შემოსვლას, რაც თავისთავად გაზრდის მოხმარებას.

ელექტროენერგიის მოხმარება მაის-ივნისში კი გაგვეზრდება, მაგრამ დანარჩენი 10-11 თვე მაინც დეფიციტური გვაქვს. ამ პერიოდში ახალი ელექტროსადგურები ექსპლუატაციაში დროულად უნდა შევიყვანოთ. თუმცა, სანამ მოხმარების ზრდა მაის-ივნისის მაჩვენებლებს დაეწევა, მანამდე სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერთოს, რომ სადგურები არ გაჩერდეს, დაფინანსდეს და აშენდეს, რათა მათ დანარჩენი თვეების დეფიციტი შეავსონ.

ამისთვის გარანტირებული შესყიდვის ტარიფი და პერიოდი უნდა გადაიხედოს. თუ მზის ენერგიას 12-თვიან გარანტირებულ ტარიფს ვაძლევთ, ჰიდრომ რა დააშავა? ამ სფეროს განვითარებისთვის ჰიდროსადგურებსაც უნდა მივცეთ თუ 12-თვიანი არა, 10-11-თვიანი გარანტია მაინც. რა თქმა უნდა, ტარიფიც უფრო პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ ინვესტორისთვის, რათა თანხების მოზიდვა ბევრად მარტივი გახდეს“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ. 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა