მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშესახები გახდეს ის კეთილდღეობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე 26 მაისის სადღესასწაულო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, 26 მაისი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ძლიერი სახელმწიფოს იდეის სიმბოლოა. მინისტრის თქმით, მიმდინარე წელი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო ერთდროულად აღნიშნავს როგორც დამოუკიდებლობის დღეს, ასევე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე. 26 მაისი თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის გვახსენებს ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ძლიერი სახელმწიფოს იდეის მნიშვნელობას. მინდა, ჩვენს სამშობლოს ვუსურვო ეკონომიკური სიძლიერე, მტკიცე თავისუფლება და ერთიანობა.

მიმაჩნია, რომ წელს განსაკუთრებული წელია, რადგან ორმაგ დღესასწაულს აღვნიშნავთ - ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. მინდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივულოცო ეს ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი და კიდევ ერთხელ ვუსურვო თითოეულ მათგანს თავისუფალ, ერთიან და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკატერინე მიქაბაძემ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა

27.10.2026.21:43

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „საბანკო დიალოგი: საქართველოს საბანკო სექტორი - ლიდერობა, სტრატეგია და გზა 2027 წლისკენ“ მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის მთავარი თემები საქართველოს საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობა, საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობები, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და საბანკო სექტორისა და მარეგულირებლის თანამშრომლობა იყო.

პანელურ დისკუსიას წინ უძღოდა ჩინეთის ბანკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, იანგ ჯუნის, მოხსენება საბანკო სისტემის, გადახდებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციების შესახებ.

ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს საბანკო სექტორის წარმატების ძირითად ფაქტორებად ძლიერი საზედამხედველო ჩარჩო, ჯანსაღი ფინანსური მაჩვენებლები და ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი დაასახელა. მისი შეფასებით, მომდევნო ათწლეულში სექტორის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, ინოვაციების დანერგვა და რისკების ეფექტიანი მართვა.

პანელზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საბანკო სექტორის რეგიონული გაფართოების შესაძლებლობებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული საქმიანობა მოითხოვს ჯგუფის დონეზე რისკების მართვის გაძლიერებას, სხვადასხვა იურისდიქციის მარეგულირებელ მოთხოვნებთან ადაპტაციასა და მდგრადი ბიზნესმოდელების განვითარებას.

დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და მისი გავლენა საბანკო სექტორზე იყო. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ახალი ტექნოლოგიები ფინანსურ ინსტიტუტებს შესაძლებლობას აძლევს, გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტიანობა, რისკების მართვა და მომხმარებელთა მომსახურება. ამასთან, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიბერუსაფრთხოებას, მონაცემთა დაცვასა და ოპერაციულ მდგრადობას.

„ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ სექტორს ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების, რისკების მართვის გაძლიერებისა და მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს. თუმცა, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კიბერუსაფრთხოებას, მონაცემთა დაცვასა და ოპერაციულ მდგრადობას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლიან ინოვაციებს და შევქმნათ ისეთი მარეგულირებელი გარემო, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს ისე, რომ შენარჩუნებული იყოს ფინანსური სტაბილურობა და მომხმარებელთა ნდობა“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკატერინე მიქაბაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მიდგომა პასუხისმგებლიანი ინოვაციების ხელშეწყობას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, ფინანსურმა ინსტიტუტებმა ახალი ტექნოლოგიები შესაბამისი მმართველობითი ჩარჩოსა და რისკების მართვის მექანიზმების გათვალისწინებით დანერგონ. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბანკო სექტორთან თანამშრომლობას, ხარისხიანი მონაცემების გამოყენებასა და მარეგულირებელთან დროულ დიალოგს.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი თხელიძე, "სილქ ბანკის" გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი და „ლიბერთის“ ფინანსური დირექტორი, „ბაზისბანკის ჯგუფის“ წარმომადგენელი ვახტანგ ბაბუნაშვილი. დისკუსიის მოდერატორი იყო Global Finance & Technology Network-ის (GFTN) შვილობილი ორგანიზაციის, GFTN Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი მაჰა ელ დიმაჩკი.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ 27-28 ოქტომბერს იმართება და ფინანსური სექტორის, ცენტრალური ბანკების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. სამიტის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების, რეგიონული თანამშრომლობისა და ფინანსური სექტორის განვითარების აქტუალური საკითხების განხილვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა