მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძლებლობები და გამოწვევები". „ეკონომიკური ფორუმის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მინისტრმა იმ ძირითადი ეკონომიკური ასპექტების, პროექტებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა, რაზეც სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. 

„მთავარი და ფუნდამენტური არის, რომ ყველამ ერთად განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარება. ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება. ჩვენი მიზნები სამთავრობო პროგრამის ფარგლებში  გვაქვს გამოცხადებული - რომ 2028 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა გაიზარდოს 130 მლრდ ლარამდე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ბიუჯეტის ზრდას. ამავდროულად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უმუშევრობის დონის  4%-მდე შემცირებაა. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის მამოძრავებელი სექტორების, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის განვითარება, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.  

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. პანელი „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს" და „ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის მოდერატორობით წარიმართა და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ. 

მარიამ ქვრივიშვილმა დისკუსიაში მონაწილე დარგის ექსპერტებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, ასევე საკვანძო ეკონომიკური სექტორების განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას მათ შორის ტურიზმისა და ავიაციის დარგების უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7,368,149 შეადგინა, რაც 4.2%-იანი ზრდაა 2023 წლის მონაცემთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 7.3%-იანი ზრდა აჩვენა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2025 წლის მონაცემებს - იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 826 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ასეთივე, ზრდის პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება სამოქალაქო ავიაციის სექტორში - 2024 წელს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა. ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა და იანვარი - აპრილის პერიოდში, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტი 2 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტებში 60-ზე მეტი სამგზავრო ავიაკომპანია დაახლოებით 100 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.

„ტურიზმის და ავიაციის სექტორების განვითარების თვალსაზრისით ჩვენმა ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა უფრო განვითარებულმა ქვეყანამ. ჩვენ ასევე აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურული პროექტების  მიმართულებით - იქნება ეს მაგისტრალური გზების დასრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თუ ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ძირითადი, მამოძრავებელი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს კონკრეტული სექტორების, შემდგომ ფართო სურათში კი ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკურ საზოგადოებას ასევე მთავრობის ეკონომიკური ხედვის უმთავრესი რამდენიმე მიმართულება გააცნო, მათ შორის მან აქცენტი გააკეთა ინვესტიციების მოზიდვის, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერის და ინფრასტრუქტურული პროექტის წარმართვის კუთხით  არსებულ გეგმებზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა