მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თითოეული დარგის დივერსიფიცირებულად და მდგრადად განვითარებას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო მშვიდობას და პროგნოზირებად გარემოს ინარჩუნებს, რაც, მისი თქმით, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თითოეული დარგის დივერსიფიცირებულად და მდგრადად განვითარებას. სასიხარულოა, რომ ვხედავთ აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ვაჭრობის მიმართულებით, განათლების, ისევე როგორც IT სექტორში. ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, ისევე როგორც ტურიზმის სექტორს, მიუხედავად რეგიონული გამოწვევებისა.

მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და პროგნოზირებად გარემოს, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ მათ განაგრძონ საქართველოში ინვესტირება, განაგრძონ ბიზნესის განვითარება, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენციის ზრდას, ისევე როგორც ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე 37 კომპანიითა და სამი პავილიონით წარდგება

30.10.2026.20:19

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - China International Import Expo (CIIE 2026) 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით მიიღებს მონაწილეობას.

გამოფენაზე საქართველო ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო საქონლის პავილიონებით იქნება წარმოდგენილი. ქართული კომპანიები საერთაშორისო მყიდველებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ და პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

გამოფენის ფარგლებში პირველად გაიმართება ქართული და ჩინური კომპანიების B2B შეხვედრები პოტენციურ მყიდველებთან და ბიზნესპარტნიორებთან. შეხვედრები ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, პირდაპირი საქმიანი კონტაქტები დაამყარონ, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები და გააფართოონ ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის პერსპექტივები.

წელს ეროვნული პავილიონის კონცეფცია ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას დაეთმობა. პავილიონის გაფორმებაში გამოყენებული იქნება ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მოტივები. სტუმრები გაეცნობიან ქართული ჭადრაკის ისტორიას და შესაძლებლობა ექნებათ თავადაც ითამაშონ ჭადრაკი.

ეროვნულ პავილიონში ასევე გაიმართება ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლები ქართული დამწერლობის ისტორიასა და უნიკალურობას გაეცნობიან. ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი.


გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა, ახალი სავაჭრო კავშირების დამყარება და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება. ინვესტიციების სააგენტო ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რაც მათ პოტენციურ მყიდველებთან და ბიზნესპარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველო China International Import Expo-ში ყოველწლიურად, უკვე მეცხრედ მონაწილეობს.

გამოფენა ჩინეთის ქალაქ შანხაიში, 5-10 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა