TOP 5 სასტუმრო 2026 წლის II კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით
ქვეყნის წამყვანი TOP 5 სასტუმრო - 2026 წლის II კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით
საქართველოში ტურიზმის სექტორ მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს, რაც როგორც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაზე, ისე განთავსების ობიექტების ზრდაზეც აისახება.
Business Insider Georgia-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტლის ბრუნვის მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში მოქმედი ტოპ 5 სასტუმრო შემდეგია:
• შპს სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი
• შპს ლოპოტა
• შპს აჭარა ჯგუფი
• შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი
• შპს ორბი ჯგუფი ბათუმი
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი - რეგისტრაციის თარიღია 27/08/1997. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს სილქ რიალ ისთეით. კომპანიის დირექტორია ლევან გაჩეჩილაძე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ხარაბაძე.
შპს ლოპოტა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 27/12/2016. მისი 28.333333333%-იანი წილის მფლობელია ეკატერინე ბატიაშვილი, 28.333333333%-იანი წილის ელენე მაისურაძე, 28.333333333%-იანი წილის ანა მაისურაძე, ხოლო დარჩენილი 15%-იანი წილის - მიხეილ ნაცვლიშვილი. დირექტორი - გიორგი ქევანიშვილი.
შპს აჭარა ჯგუფი - რეგისტრაციის თარიღია 19/05/2023, დირექტორი - ნატო ჯაფარიძე. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი.
შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი - რეგისტრაციის თარიღია 09/08/2010. კომპანიის დირექტორია ლევან გაჩეჩილაძე. კლასის ტიპი: პირველი, რაოდენობა: 96, ნომინალური ღირებულება: არ არის განსაზღვრული | მესაკუთრე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს სილქ რიალ
ისთეით, 404535240, რაოდენობა 96 - წილი 100%. კლასის ტიპი: მეორე, რაოდენობა:4, ნომინალური ღირებულება: არ არის განსაზღვრული. მესაკუთრე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სილქ როუდ გრუპ (მალტა) ლიმიტედ, C 45702 /მალტა/, 27.11.2008 რაოდენობა 4, წილი 100%.
შპს ორბი ჯგუფი ბათუმი - რეგისტრაციის თარიღია 18/08/2015. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ზაზა ზოიძე. დირექტორი - ირაკლი კვერღელიძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826