მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა - რას სთავაზობს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობას

news image
mbc image

საქართველოს  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობის წინაშე შეთავაზებბით გამოდის, რომლის მთავარ მიზანსაც ადგილობრივ ბაზარზე პურის ფასის შენარჩუნება წარმოადგენს.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცის შეთავაზებას Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ. 

„შეთავაზება ჩვენი  ღრმა რწმენით მისაღებია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი ინდუსტრიის, ფერმერებისა და მოსახლეობისათვის) შეთავაზება გულისხმობს :

იმპორტირებულ ფქვილზე დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი დაწესდეს, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს.

ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის  შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას და იღებენ შემდეგ  ვალდებულებებს: 

1. წისქვილკომბინატების მიერ  ე.წ. „მასობრივი მოხმარების“  პურზე  ფასის გარანტირებულ შენარჩუნებას;

2 ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან  დარჩენილი ჩაუბარებელი  ხორბლის მოსავლის  გარანტირებული შესყიდვას ხარისხების შესაბამის  ფასად (დღეს წისქვილების გაჩერების ფონზე , ხორბლის შესყიდვის შეთავაზებული  ფასი   საერთოდ არ არსებობს) -რაც უზრუნველყოფს შეჩერებული  საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას;

3. ქვეყანის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას  (  ხორბლით 2 თვიანი გარდამავალი  მარაგების შექმნით) ზემოაღნიშნული შეთავაზება პროცესში ჩართულ  ყველა მხარეს აძლევს  შემდეგ დადებით ეფექტს:

1. ფქვილის იმპორტიორებსა და ადგილობრივ  წისქვილკომბინატებს ეძლევათ მუშაობის საშუალება გათანაბრებულ კონკურენტულ გარემოში;

2. მოსახლეობის ფართო ფენებისათვის გარანტირებულია  ე. წ. „ მასობრივი მოხმარები“  პურის ფასი;

3. ნარჩუნდება  წისქვილკომბინატებში  მომუშავე  3000-მდე ადამიანის სამუშაო ადგილები;

4..უზრუნველყოფილია ადგილობრივი ფერმერების მიერ 2022 წლის ადგილობრივი დარჩენილი  ხორბლის მოსავლის რეალიზაცია და 2023 წლის  საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება ,შემდგომი წლების   ხორბლის მოსავლის ზრდის მოტივაცია  და  ადგილობრივი მოსავლის გარანტირებული ჩაბარება წისქვილკომბინატებში;

5. უზრუნველყოფილია ქვეყნის  სასურსათო უსაფრთხოება.   გარანტირებულია   ხორბლით 2 თვიანი გარდამავალი  მარაგების არსებობა

6. უზრუნველყოფილია უახლოეს წლებში საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული სტრატეგიით  ადგილობრივი ხორბლის მოსავლის  თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის  ზრდა;

7. სახელმწიფოსაგან სიტუაციის  დასაბალანსებლად არც წისქვილკობინატების და არც ფერმერების მიერ არ მოითხოვება საბიუჯეტო  თანხები  მათ შორის არც  რაიმე სახის სუბსიდირება, არამედ პირიქით ბიუჯეტი  ივსება,   როგორც ფქვილზე საიმპორტო გადასახადის მოსაკრებლით, ასევე    ადგილობრივი  წისქვილკომბინატების სტაბილური  მუშაობის შედეგად გადახდილი  გადასახადებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ  შეთავაზება არის ყველა მხრივ დაბალანსებული და წარმოადგენს  წარმოქმნილი სიტუაციაში  პრობლემის უმტკივნეულოდ გადაწყვეტის გზას, ვინაიდან მასში გათვალისწინებულია როგორც წისქვილკომბინატებისა და ფერმერების ,ასევე  პურის მწარმოებლების და მოსახლეობის ინტერესები, სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით“, - ნათქვამია შეთავაზებაში .

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა