მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი განათლების სფეროშია, ტენდენცია არ იცვლება - ISET - ის მთავარი ეკონომისტი

news image
mbc image

მედიანური ხელფასის დონე დიდწილად პროდუქტიულობაზე არის დამოკიდებული, რაც ჯერჯერობით გამოწვევაა - დავით კეშელავა მედიანური ხელფასის მაჩვენებელი საშუალოს მკვეთრად ჩამორჩება, რასაც სპეციალისტები ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ გამოწვევად მიიჩნევენ.

როგორც ეკონომისტი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა Business Insider Georgia- თან განმარტავს, 32%-იანი სხვაობა საკმაოდ დამაფიქრებელია და სისტემური რეფორმის გატარებას მოითხოვს. თუმცა კეშელევა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მედიანურ ხელფასთან დაკავშირებით ანალოგიური მოცემულობაა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. 

ჩვენს შემთხვევაში კი, ეკონომისტი უფრო დარგობრივ ჭრილში არსებულ ცვლილებაზე აკეთებს აქცენტს და დასძენს, რომ მედიანური ხელფასი ყველაზე დაბალია იმ სექტორებში, რომლებიც, წესით, მაღალპროდუქტიულობით უნდა გამოირჩეოდნენ.

„მედიანურ ხელფასთან დაკავშირებით მხოლოდ საქართველოში არ არის პრობლემა. ხშირ შემთხვევაში იგი საშუალო ხელფასზე დაბალია. არის დასაქმებულების მცირე ჯგუფი, ვისაც ძალიან მაღალი ხელფასი აქვს და პარალელურად არიან ისინიც, რომელთა შრომის ანაზღაურება დაბალია. მნიშვნელოვანია ცოდნა, სხვაობა რამდენად იცვლება წლების განმავლობაში.  მარტო ამ რიცხვზე დაყრდნობით შეფასების გაკეთება შეუძლებელია.

უფრო საყურადღებოდ მიმაჩნია გარემოება, რომ ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი განათლების სფეროშია. წლებია ასეა და ტენდენცია არ იცვლება. ბოლო ადგილზე ხელფასების სიდიდის  მიხედვით, განათლება და სოფლის მეურნეობაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ საშუალო ხელფასის დონე დამოკიდებულია პროდუქტიულობაზე.

სადაც მაღალია პროდუქტიულობა და მეტი დამატებითი ღირებულების პროდუქტი იქმნება, საშუალო ხელფასი გაცილებით მაღალია. განათლების სფეროშიც და აგრარულ სექტორში ამ მხრივ დიდი პრობლემაა“, - აცხადებს დავით კეშელავა.

ეკონომისტის შეფასებით,  სტრუქტურული რეფორმების განხორციელება არის საჭირო. განსაკუთრებით ეს სკოლის და უმაღლესი განათლების ნაწილს ეხება, სადაც ხარისხი საკმაოდ დაბალია და  საბოლოო ჯამში ხელფასებზეც აისახება.

,,დაფინანსების რა სისტემაც არსებობს, შესაცვლელია, რათა სექტორი უფრო ხარისხზე გახდეს ორიენტირებული, ვიდრე რაოდენობაზე. სკოლის განათლების მიმართულებით გვაქვს მძიმე მდგომარეობა, რაც სკოლის მასწავლებლების გამოცდებზეც ჩანს, როცა მინიმალურ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. რა განათლებასაც სკოლის მოსწავლეები იღებენ, უმეტეს შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია და საბოლოოდ დაბალ ანაზღაურებაზე აისახება. იგივე ითქმის აგრარულ სექტორზე, მნიშვნელოვანი უნდა იყოს უფრო ფერმერულ მეურნეობაზე გადასვლა, ვიდრე საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილება, აქაც მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი, მხოლოდ სუბსიდიით ამ პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია.

ამდენად, ორი მთავარი ფაქტორია, რაც მაღალპროდუქტიულობას და შემდეგში უფრო მაღალი შრომის ანაზღაურებას განაპირობებს.

მაღალპროდუქტიულ სერვისებში უნდა გადავიდნენ ადამიანები, სტრუქტურული ტრანსფორმაცია ჯერჯერობით დაბალი ტემპით მიმდინარეობს და უმეტესად ეს არის შედეგი, რომ მედიანური ხელფასის მაჩვენებელი დაბალია. თვითონ სექტორებში პროდუქტიულობის გაზრდა, უცხოური ცოდნის გაზიარებით მიიღება, რაც საინვესტიციო თვალსაზრისითაც, ქვეყანას უფრო მიმზიდველს ხდის“, - განმარტავს დავით კეშელავა Business Insider Georgia- თან. 

ცნობისთვის, ნომინალური ხელფასი ასახავს ანაზღაურებას, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს. საშუალო ხელფასი ყველა დასაქმებულის მიერ აღებული ხელფასის საშუალო არითმეტიკულია, მედიანური ხელფასი კი ასახავს ზუსტ მაჩვენებელს ყველაზე მაღალსა და დაბალ ხელფასებს შორის.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მდგომარეობით საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასები 1,040 ლარს შეადგენს.

საქსტატის თანახმად, საქმიანობების სახეების მიხედვით, 2022 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:  სამთო-მოპოვებით მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 703 ლარი;  ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 637 ლარი;  სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა - 1 547 ლარი;  მშენებლობა - 1 500 ლარი;  ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1 425 ლარი. ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი კი განათლების სფეროშია და ის თვეში 747 ლარს შეადგენს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა