მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა ეტაპზეა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტები, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს

news image
mbc image

საქართველოსა და ევროპას შორის ენერგეტიკული კავშირის გაძლიერების მიზნით, პარალელურად ორი მსხვილი საერთაშორისო პროექტი ვითარდება - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფანი. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ განაცხადა, 1300 მეგავატიანი შავი ზღვის კაბელი საქართველო–რუმინეთს დააკავშირებს, ხოლო ოთხი ქვეყნის ერთობლივი მწვანე ენერგიის დერეფანი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რუმინეთსა და უნგრეთამდე 4000 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროენერგიის გადაცემას უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან კიდევ უფრო დააკავშირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ორ დამოუკიდებელ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პროექტზე. ერთი გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ანუ გადამცემი ხაზი, რომელიც საქართველოს აკავშირებს რუმინეთთან. ეს პროექტი დაიწყო 2021 წელს მოლაპარაკებები და ამ პროექტის განვითარებამ გამოიწვია ინტერესი რეგიონში სხვა ქვეყნების და 2022 წელს უკვე ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა - მეორე პროექტზე, რომელიც გახლავთ მწვანე ენერგიის პროექტი.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არის 1300 მეგავატიანი სიმძლავრის კაბელი, რომელიც უნდა მოთავსდეს შავი ზღვის ფსკერზე და დააკავშიროს საქართველო რუმინეთს. ეს გახლავთ 1195 კილომეტრის სიგრძის კაბელი, საიდანაც 40 კილომეტრი არის სახმელეთო და დანარჩენი წყალქვეშა. ჩვენ განვახორციელეთ უკვე ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომელმაც დაამტკიცა, რომ პროექტი გაკეთებადია. შესაბამისად, გადავედით მეორე ეტაპზე, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას, რომელიც დაგეგმილია 2027 წლისთვის. 2028 წელს მოხდება გარემოზე ზემოქმედების შესწავლა, რაც იქნება საბოლოო შესწავლა და ასე ვთქვათ, საბოლოო დასკვნა იმისთვის, რომ პროექტი ტექნიკურად და ფიზიკურად განხორციელდეს და 2029 წელს ვგეგმავთ, რომ დაიწყოს პროექტის განხორციელება, რომელიც წესით და რიგით 2032 წელს უკვე ოპერირებაში უნდა გაეშვას. პროექტი არის ჩართული ევროპული, ესე იგი გადამცემი ხაზების ათწლიან სამოქმედო გეგმაში - ეს ძალიან სერიოზული სტატუსია, ეს ნიშნავს, რომ მოიაზრება ევროპის ქსელში მისი გაწევრიანება. ასევე ევროკომისიამ მიანიჭა პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი. ეს მოხდა პირველ დეკემბერს 2025 წლის, რაც იმას გულისხმობს, რომ პროექტს აქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ფინანსური მნიშვნელობა.

ევროკომისიას აქვს გაცხადებული ის, რომ ეს დერეფანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იყოს ენერგო, ასე ვთქვათ, თვალსაზრისითაც დივერსიფიცირებული მოწოდება სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში ელექტროენერგიის, ისევე როგორც შესაძლებლობას აძლევს განახლებადი ენერგიების ინტეგრაციას, რომელიც ევროპის ბაზარს მიეწოდება. და რასაკვირველია, საქართველო ხდება სანდო პარტნიორი და იკავებს დამაკავშირებელი ხიდის როლს საქართველოსა და ევროპას შორის და სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის და გარდა მაგისა, სამეზობლო თვალსაზრისითაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

როგორც მოგახსენეთ, 2022 წელს უკვე მეორე პროექტის ინიცირება მოხდა სწორედ იმ შემართებით, რომ ეს ჩვენი დაგეგმილი თავდაპირველი პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ევროპისთვის. ასევე  ფინანსური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რადგან ევროკომისიამ მიანიჭა ამ პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი - ამ პროექტისათვის ხელმისაწვდომი გახდა ევროპული საფინანსო ინსტრუმენტები, რაც ხელს შეგვიწყობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეს პროგრამა.

ახლა მოკლედ გეტყვით მწვანე დერეფანზეც. მწვანე ენერგიის დერეფანი - ეს არის ოთხი ქვეყნის ერთობლივი პროექტი, რომელიც 2022 წელს გაფორმდა ხელშეკრულება. 2024 წელს უკვე გაიხსნა ერთობლივი კომპანია და ოფისი გაიხსნა რუმინეთში. აქაც ჩატარებული გვაქვს უკვე ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ ფსკერის კვლევაზეც მომავალ წელს აქაც გადავალთ. 25%-ის მფლობელი გახლავთ ამ საწარმოში, საქართველოს მხრიდან სახელმწიფო ელექტროსისტემა. ეს პროექტი არის თავის სიმძლავრით სამჯერ მეტი, ვიდრე ჩვენი პროექტი და აქ უკვე 4000 მეგავატზეა საუბარი. აქ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის გარდა მოიაზრება წყალბადის მილის იგივე მარშრუტით ჩადება შავი ზღვის ფსკერზე, სადაც ისევ ოთხივე ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს და მიეწოდება მწვანე წყალბადი სამხრეთ კავკასიიდან ევროპას“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა