რა ფაქტორები აფერხებს რძის წარმოების განვითარებას - კახა კონიაშვილის შეფასება
სანედლეულო კუთხით თუ შევხედავთ, პრობლემები არსებობს, რადგან ჩვენი ქვეყანა რძის წარმოების თვალსაზრისით, სეზონებზეა დამოკიდებული. გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე გვაქვს ჭარბი წარმოება, შემოდგომა-ზამთარში კი დეფიციტი, რის გამოც ქვეყანაში რძის ფხვნილის იმპორტის მაჩვენებელი იზრდება, - ამბობს Business Insider Georgia-სთან რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი.
ამასთან, კონიაშვილი აღნიშნავს, რომ როცა რძის ფხვნილის ფასი მაღალია ნაკლები ოდენობით შემოდის ქვეყანაში და ადგილობრივ ბაზარზე რძე ძვირდება, რადგან მოთხოვნა იზრდება.
„როცა საერთაშორისო ბაზარზე რძის ფხვნილი იაფია, ქვეყანაში რძის ფხვნილი ჭარბი რაოდენობით შემოდის და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეს გაუკონტროლებელი ბაზარი რომელიც ქვეყანაში არსებობს, არარეგისტრირებული საწარმოები თითქმის 100%-ით გადადიან რძის ფხვნილით წარმოებაზე და შესაბამისად დარგის დეგრადაციას იწვევს“, - ამბობს კონიაშვილი.
მისი თქმით საჭიროა კონტროლი, რათა მივიღოთ ჯანსაღი კონკურენცია და მიმზიდველი ბაზარი გარე და შიდა ინვესტორისთვის, იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მეტი ფული ჩაიდოს, განვითარდეს ინდუსტრიული ფერმები, რომლებიც ხარისხიან რძეს გადამამუშავებელ საწარმოებს სტაბილურად მიაწვდიან.
რაც შეეხება ადგილზე წარმოებული ნედლი რძის მაღალ ფასს, კონიაშვილი ამბობს, რომ ფასის დინამიკაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.
„რთული მდგომარეობაა ნედლი რძის წარმოების თვალსაზრისით. რომ ავიღოთ ინდუსტრიული ფერმები, რომლებიც რძეს სტაბილურად აწარმოებენ ზაფხულის განმავლობაში, მათი ხვედრითი წილი 3-5%-ს შეადგენს. ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, მაგრამ ამის მიუხედავად მოთხოვნა ძალიან დიდია გადამამუშავებელი საწარმოების მხრიდან, რადგან ისინი ფერმებისგან სტაბილურად ყიდულობენ რძეს. ამ მეწარმეებს დომინანტური მდგომარეობა უჭირავთ, რადგან ნედლეულზე მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად რძე ძვირდება.
გარდა ამისა საქართველოში არ არის კარგად განვითარებული პირუტყვის საკვების წარმოება. ფერმერების დანახარჯები ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალია. სესხის მომსახურების პროცენტიც მაღალია, რაც ნედლი რძის თვითღირებულებას ისედაც ზრდის და შესაბამისად ჩვენ ვიღებთ მაღალ ფასს რომელიც ქვეყანაში არსებობს. ამას ემატება ის გაუკონტროლებელი ბაზარი, რომელიც დარგს განვითარების საშუალებას არ აძლევს, რადგან რძის წარმოება სტაბილურად დიდი რაოდენობით უნდა მოხდეს, რომ ფასი დაბლა წამოვიდეს“, - ამბობს კონიაშვილი.
2022 წელს, საქართველომ 547,3 მილიონი ლიტრი რძე აწარმოა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოფლის მეურნეობის პორტალის მიხედვით, გასულ წელს რძის წარმოების მაჩვენებლით ქვემო ქართლი პირველია, ხოლო ყველაზე ძვირი 1 ლიტრი რძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ღირს.
რძის წარმოება რეგიონების მიხედვით:
(მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ფასები - რეგიონების მიხედვით - 1 ლიტრი რძის ღირებულება:
(მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826