მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა ფაქტორები მოქმედებენ ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე - TBC Capital-ის მიმოხილვა

news image
mbc image

შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდისთვის უარყოფითი ფაქტორია, თუმცა, მეორე მხრივ, ნაკლები იმპორტისა და, შესაბამისად, ნაკლები სავალუტო გადინების არხით ლარს უწყობს ხელს, - აღნიშნულის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული. 

„მოცემულ პუბლიკაციაში შეჯამების სახით წარმოვადგენთ წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფატორების მიმოხილვას, რაზეც, ჩვენს უახლეს პუბლიკაციებშიც გვქონდა ყურადღება გამახვილებული.
 

იანვარში, საქსტატის თანახმად, ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა, რაც ამჯერადაც ჩვენს მოლოდინებზე მაღალია. მეტი ინფორმაცია ზრდის ფაქტორებთან დაკავშირებით ეროვნული ანგარიშების კვარტალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. მიმდინარე მდგომარეობით, 2025 წლისთვის ჩვენი საბაზო სცენარი კვლავ ზრდის, დაახლოებით, გრძელვადიანი ტრენდის ირგვლივ ნორმალიზებაა. აქვე აღსანიშნავია, რომ, 2024 წლის მსგავსად, იანვარში რეალური საკრედიტო აქტივობა ძლიერი რჩება.
 

უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, ხანგრძლივი მოხმარების იმპორტულ საქონელზე ხარჯებში შენელება თებერვალშიც შეინიშნება. მთლიანობაში, ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვით, მცირდება იმპორტიც. შედეგად, თებერვალში ექსპორტის წლიური კლების მიუხედავად, 2025 წლის პირველ ორ თვეში სავაჭრო დეფიციტმა დეკადის განმავლობაში მინიმალურ ნიშნულს მიაღწია. 
 

არარეზიდენტებისა და მიგრანტების დანახარჯები თიბისის არხებით თებერვალში იანვართან შედარებით თითქმის უცვლელი იყო, თუმცა, შიდა ხარჯებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბრის მაჩვენებლებზე დაბალი რჩება. საპირისპიროდ, ფულადი გზავნილები ზრდას აგრძელებს. ამ მხრივ, გამოვყოფთ უფრო სტაბილური წყაროებიდან ჩარიცხვებს (რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ბელარუსის გარეშე), რომელთა წილმაც, ძირითადად ევროკავშირის, აშშ-სა და ისრაელის ხარჯზე, თებერვალში 83% შეადგინა. მთლიანობაში, წმინდა სავალუტო შემოდინებები, იანვრის შემდეგ, თებერვალშიც გაუმჯობესდა.
 

საგარეო კომპონენტის მხრივ, ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ზემოაღნიშნულია. შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდისთვის უარყოფითი ფაქტორია, თუმცა, მეორე მხრივ, ნაკლები იმპორტისა და, შესაბამისად, ნაკლები სავალუტო გადინების არხით ლარს უწყობს ხელს. გარდა ამისა, აღსანიშნავია გლობალურ ბაზარზე დოლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება. ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის კონტექსტში ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საშუალო-გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთების უპირატესობას, ჩვენი რეკომენდაციის შესაბამისად, რათა თავიდან ავირიდოთ გადაჭარბებული რეაქცია მოკლევადიან პერიოდში, რასაც ხშირად, თუ ყოველთვის არა, საკმაო დანაკარგები მოსდევს.
 

შიდა კომპონენტის მხრივ კი, იანვარში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შედარებით შესუსტდა, რაც შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის კლებასა და დეპოზიტების კონვერტაციის ტემპის შენელებაში გამოიხატა. მიუხედავად ამისა, ისტორიულ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა მაინც მაღალი რჩება, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სენტიმენტების მხრივ დინამიკა დიდწილად უცვლელია. ამავდროულად, კვლავ გასათვალისწინებელია გასულ პერიოდში განხორციელებული სავალუტო კონვერტაციები, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების კუთხით. აღნიშნული, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია და სენტიმენტების გაუმჯობესების შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას განაპირობებს. 
 

ამავდროულად, თიბისი კაპიტალის ლარის წონასწორობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჩარჩოს თანახმად, ლარი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე სადღეისოდ არსებულ ნიშნულთან ახლოა. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორების ერთობლიობას. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილება.  ამ კუთხით, სხვადასხვა ფაქტორთან, მათ შორის ევრო-დოლარის დინამიკასთან ერთად, საყურადღებოა, რომ სავალუტო რეზერვების შევსების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ბაზარზე უცხოური ვალუტის შესაძლო ჭარბი მიწოდება უფრო საერთაშორისო რეზერვების შევსებაში, ვიდრე ლარის გამყარებაში აისახება.
 

სხვა მაჩვენებლების კუთხით, თებერვალში ფასები წლიურად 2.4%-ით გაიზარდა, თუმცა, ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 2.9%-ს მიაღწია. წლიურ ინფლაციაზე, ერთჯერადი ფაქტორების გარდა, შემცირების მიმართულებით მოქმედებს ფასების გარკვეული, მაგრამ მაინც კლება ხანგრძლივი მოხმარების საქონელზეც, რომელიც, სენტიმენტების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დაკვირვების საგანია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა