რა გაძვირდა და რა გაიაფდა - როგორია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით არის შემცირებული.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (7.8%), სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (7.7%), ჯანმრთელობის დაცვა (7.2%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6.4%),ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4.2%), განათლება (2.1%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (0,0%)
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: კავშირგაბმულობა (-3.3%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-1.2%), დასვენება, გართობა და კულტურა (-0.5%), ტრანსპორტი (-0.4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-0.3%),
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
სხვა სიახლეები
რომელ ქვეყნებში ახორციელებს საქართველო ოქროს ექსპორტს - l კვარტლის სტატისტიკა
24.04.2026.19:00
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ექსპორტზე 43 671.2 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაიტანა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან ექსპორტირებული ოქროს რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებზე ნაკლებია.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე 0.4 ტონა ოქრო (დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით) გავიდა, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში ასევე 0.6 ტონა ოქრო იქნა ექსპორტირებული. პირველ კვარტალში ოქროს ექსპორტი 33%-ით არის შემცირებული.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ექსპორტირებული ოქროს ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს - 2025 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან სულ 27 798.7 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქროს ექსპორტი განახორციელა: