მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა გამოწვევებია ეკონომიკის 4 სექტორში, რომლის კვლევაც Galt & Taggart -მა წარადგინა - კახა სამყურაშვილი შეფასება

news image
mbc image

ყველა სექტორში არის კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტი, - ამის შესახებ Galt & Taggart სექტორული კვლევების მიმართულების უფროსმა კახა სამყურაშვილმა მედიას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” სექტორული კვლევის წარდგენის შემდეგ განაცხადა. 

„ზოგადად ჩვენი საქმიანობა არის , გადაწყვეტილების მიმღებებისთვის, ბიზნესისთვის ინფორმაციისა და ანალიზის  მიწოდება. დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, მიგვეტანა ის ინფორმაცია რაც გვაქვს ამა თუ იმ სექტორთან მიმართებით. მაგალითად, დღეს გვქონდა ოთხი სექტორის წარდგენა: ეს იყო FMSG, უძრავი ქონების ბაზარი, განათლებისა და ტურიზმის სექტორები. ყველგან არის განსხვავებული ვითარება. მაგალითად, FMSG სექტორში მაღალი ეკონომიკური ზრდის ეფექტი არის ის, რომ სექტორის შემოსავლები იზრდება ძალიან სწრაფად, მომხმარებელი იცვლება და აქცენტს აკეთებს თანამედროვე ფორმატის მაღაზიებზე. რაც ვფიქრობთ, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გვაქვს ეკონომიკურ ზრდაში მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. 

რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზარს, აქ განსაკუთრებული ყურადღება არის მიპყრობილი და განსაკუთრებით სენსიტიურია მისი ზომიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე. მაგალითად უძრავი ქონების ბაზარზე რთული იყო ბოლო რამდენიმე თვე. მაგალითად მაისში, არასტაბილური გარემოს ლარის მერყეობისა და დასვენების დღეების დიდი რაოდენობის გამო მკვეთრად შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვები, თუმცა შემდეგ თვეებში გაყიდვები გაუმჯობესდა და უკეთესობა არის. თუმცა შესაძლოა, უძრავი ქონების შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა იზრდება, მაგრამ მაინც შესუსტებული რჩება, რადგან ადამიანები ელოდებიან წლის ბოლოს იმისთვის, რომ მიიღონ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.      

მისი შეფასებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ყველა სექტორის მოლოდინი განსხვავებულია: 

„მაგალითად, მაღალი ეკონომიური ზრდა ნიშნავს მეტ აქტივობას უძრავი ქონების სექტორში, თუმცა ადამიანები ელოდებიან წლის ბოლოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. 

ტურიზმის სექტორისთვის ძალიან კარგი იყო ბოლო რამდენიმე თვე. მაგალითად, ივლისი და აგვისტო. განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით გამოვყოფდი ბათუმს. თბილისშიც იგივე მდგომარეობაა ძირითადი პარამეტრების თვალსაზრისით, რაც გასულ წელს. ბათუმისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი წელი იყო. შეიძლება ითქვას, რეკორდული სასტუმროების დატვირთულობის თვალსაზრისით. მაგალითად, თბილისი დამოკიდებულია ევროპელ ტურისტებზე და აქედან შედარებით სუსტი ნაკადი გვყავდა, ხოლო ბათუმი აზიელ ტურისტზე, სადაც საკმაოდ კარგი ნაკადები გვქონდა“, - აღნიშნა კახა სამყურაშვილმა. 

რაც შეეხება გამოწვევებს, Galt & Taggart სექტორული კვლევების მიმართულების უფროსი ყველა სექტორისთვის კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტს ასახელებს. 

„ამ ყველა სექტორში არის კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტი. სერვისის სექტორში თანამშრომლების იმდენად სწრაფი ცვალებადობაა, რომ ადამიანური რესურსის ნაკლებობაა და არა კვალიფიციური მუშა-ხელის ნაკლებობა. ეს ყველა მიმართულებაში ცალსახაა.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა