რა გავლენა ექნება ტრამპის პრეზიდენტობას აშშ-ს საკრედიტო რეიტინგზე - Fitch Ratings
Fitch-ის სუვერენული რეიტინგების ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, მათ სავარაუდოდ, ექნებათ უფრო მკაფიო სურათი იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა აშშ-ს საკრედიტო რეიტინგზე ზაფხულში მისი შემდეგი რეიტინგის განხილვის დროისთვის.
გასულ წელს პოზიციაზე დანიშვნების შემდეგ პირველ ინტერვიუში ჯეიმს ლონგსდონმა თქვა, რომ ჩინეთისა და საფრანგეთის რეიტინგის შემცირების საფრთხე იქნება ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, იმის პარალელურად, თუ როგორ მოახდენს რეაგირებას ბრიტანეთი მის ფისკალურ გამოწვევებზე.
Fitch-მა აშშ-ს რეიტინგი 2023 წლის აგვისტოში შეამცირა და გახდა მეორე მსხვილი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-ის შემდეგ, რომელმაც ვაშინგტონს სამმაგი A რეიტინგი ჩამოართვა. თუმცა, საგულისხმოა რომ AA+ ქულას აქვს "სტაბილური პერსპექტივა", რაც ნიშნავს, რომ რეიტინგის შემცირება ან განახლება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.
”ვფიქრობ, რომ თქვენ გექნებათ გარკვეული პასუხები,” - თქვა ლონგსდონმა აშშ-ს შემდეგი რეიტინგის მიმოხილვაზე, რომელიც აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება.
მისი განმარტებით, ტარიფებთან დაკავშირებული მოლოდინები მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება.
„ეს იქნება ძალიან ეტაპობრივი? თუ ნაკლებად ეტაპობრივი? უბრალოდ არ ვიცი", - აღნიშნა Fitch-ის სუვერენული რეიტინგების ახალმა ხელმძღვანელმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826