მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა ღირს საქართველოს უნივერსიტეტებში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა

news image
mbc image

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკის ფაკულტეტზე (ბაკალავრი) სწავლის წლიური ფასი უნივერსიტეტების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა უმაღლესი სასწავლებლებს უმეტესობას წლიური ტარიფი 2024-2025 სასწავლო წელს 2250 ლარი აქვს.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ  ეკონომიკის მიმართულებით უმაღლესი ცოდნის მიღება ყველაზე ძვირი სტუდენტისთვის „კავკასიის უნივერსიტეტშია“, სადაც ქართულენოვან და ინგლისურენოვან სექტორზე სწავლის წლიური საფასური 8990 ლარია, 

რა ღირს სწავლა ეკონომიკის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში:

 

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
  • ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური -2250 ლარი ქართველი და 3,000 აშშ დოლარი უცხოელი სტუდენტებისთვის 
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი; 
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
  • სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
  • ქუთაისის უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
  • სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია  (ქ. ფოთი) წლიური საფასური - 2250 ლარი;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ქართულენოვანი) წლიური საფასური - 2460 ლარი; 
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური - 4590 ლარი ;
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური 2250 ლარი;
  • საქართველოს უნივერსიტეტი წლიური საფასური - 3200 ლარი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი წლიური საფასური 8990  ლარი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური - 8990 ლარი;
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური 2250 ლარი;
  • ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წლიური საფასური 4700  ლარი ;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა