მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა მოცულობის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი აშენდა ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - დეტალები

news image
mbc image

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020-2023 წლებში, ქსელის მშენებლობაზე 53 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

ამ ეტაპისთვის პროგრამის ფარგლებში,  აშენებულია 800 კმ-ზე მეტი  ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი.

ჯამში, დასრულებული და მიმდინარე  ტენდერების მოცულობა შეადგენს 2,000 კმ-ზე მეტს, რომელიც მოიცავს გურიის, სამეგრელოს, აჭარის, რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის სოფლებს.. (დასახლებული პუნქტების რაოდენობა -  386.  მოსახლეობის  რაოდენობა  -  210, 000)

2024 წლიდან ქსელის მშენებლობა გაგრძელდება აღმოსავლეთ საქართველოში.

2025 წელს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით დაფარული იქნება 1000 - მდე სოფელი, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებები, რომელიც მოიცავს  160, 000  შინამეურნეობას (500 000-მდე  მოსახლეს). 

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი“ არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ  ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით, მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე და მომსახურება გაუწიოს მოსახლეობას იქ, სადაც ამ დრომდე ამგვარი სერვისი არ ყოფილა ხელმისაწვდომი.

ა(ა)იპ ოუფენ ნეტის მისიაა საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაცია და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, რომელიც, თავის მხრივ, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიან ინტერნეტთან წვდომის თანაბარი შესაძლებლობები და საზოგადოებამდე მივიტანოთ ცოდნის ის ბაზა, რომელიც ციფრულ ეპოქაში მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ოუფენ ნეტი ახორციელებს პროექტს Log-In Georgia, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება და რომლის ფარგლებშიც ხორციელდება, როგორც მაღალხარისხიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე  ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული წიგნიერების განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა და ფინანსური სერვისები, ინტერნეტისა და ციფრული სერვისების მოხმარება სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე საზოგადოების მიერ.

ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, ოუფენ ნეტი ახორციელებს საპილოტე და Log-In Georgia-ს პროექტების ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურის მართვას, სადაც ნებისმიერ ინტერნეტპროვაიდერს აქვს თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიღების საშუალება.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში დასრულებული პროექტების, მიმდინარე სამშენებლო არეალებისა და ქსელის ტექნიკური მონაცემების ნახვა შესაძლებელია „ოუფენ ნეტის“ ციფრულ რუკაზე - https://maps.opennet.ge

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა