მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა მოცულობის ყურძნის გადამუშავებას პროგნოზირებენ “რთველი 2024“-ის ფარგლებში

news image
mbc image

“რთველი 2024“-ის ფარგლებში უფრო მეტი ყურძნის მოსავალს მიღებაა ნავარაუდევი, ვიდრე ეს „რთველი 2023“-ის ფაქტი იყო. როგორც Business Insider Georgia-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, „რთველი 2024“-ის ფარგლებში 300 ათასი ტონა ყურძნის მიღებაა ნავარაუდები/ ეს იმ ფონზე, როცა 2023 წლის რთვლის სეზონზე სულ 221,2 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ გასულ წელს რველისთვის საკმაოდ ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო, იყო სეტყვაც, რამაც მოსავალი საკმაოდ დააზიანა/

2023 წელს ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 306.0 მლნ ლარს აგადააჭარბა (კახეთის რეგიონში 249,0 მლნ. ლარი, დანარჩენ რეგიონებში 57,0 მლნ.ლარი).
კახეთის რეგიონში გადამუშავდა 204 ათასი ტონა ყურძენი (რქაწითელი - 71884 ტ. (მ. შ. სახელმწიფო 17742 ტ.) საფერავი - 89014 ტ., კახური მწვანე - 4027 ტ). რაჭის რეგიონში გადამუშავდა 1,7 ათასი ტონამდე ყურძენი; ლეჩხუმში, სადაც რეგისტრირებულია 2 ადგილწარმოშობის დასახელება -"ტვიში" და ოყურეშის უსახელაური", სულ გადამუშავდა  - 565 ტონა ყურძენი, მათ შორის, გადამუშავდა: ცოლიკაური- 443 ტ. - 4 ლარი, ოჯალეში 88.4 ტ. - 4 ლარი, ოყურეშის უსახელაური - 34 ტ. - 15 ლარი (მ.შ. სახელმწიფო 7.4 ტონა).
2023 წლის რთველი გამოირჩეოდა ორგანიზებულობით, კახეთში მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ მევენახეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეუფერხებლად მოეხდინათ მოსავლის რეალიზაცია. ანალოგიურად, პრობლემების გარეშე ჩატარდა რთველი რაჭაში. 
რაჭის შემთხვევაშიც მაღალი იყო კერძო სექტორის ჩართულობა, 50-მდე კომპანია და მარანი მონაწილეობდა რთველში. სახელმწიფო საწარმოს მიერ გადამუშავდა 60 ტონამდე ყურძენი, რაც გადამუშავებული მხოლოდ მოსავლის 4%-მდეა და ასევე ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. ლეჩხუმში, შპს მოსავლის კომპანიის მიერ გადამუშავდა სახელმწიფო 7.4 ტ. მხოლოდ), გადამუშავების პროცესში 40 კომპანია და მარანი იყო ჩართული.
2023 წელს საფერავის მოსავალმა გადააჭარბა რქაწითელის მოსავალს,  რქაწითელის შემცირება განპირობებული იყო არახელსაყრელი კლიმატური პირობებით.  რქაწითელზე გაზრდილი მოთხოვნა, აისახა მის ფასზეც. სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა სექტემბრის თვეში რამდენჯერმე მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება. კლიმატური პირობების  გამო დაზიანებული 20 ათას ტონამდე  ყურძენი სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია" სასპირტედ გადაამუშავა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა