რა მოცულობის ტვირთები გადაიზიდა საქართველოს რკინიგზით
2024 წლის III კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 10.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.5 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4 პროცენტი — ტრანზიტზე.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 76.9 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 23.1 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.
2024 წლის III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 30.8 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 32.2 პროცენტი).
2024 წლის III კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 13.5 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 10.4 პროცენტის — რუსეთის ფედერაცია, 10.3 პროცენტის — სომხეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 65.8 პროცენტი).
2024 წლის III კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 14.4 პროცენტი — ნიდერლანდები, 7.7 პროცენტი — თურქეთი, 4.9 პროცენტი — აშშ, 3.8 პროცენტი — უკრაინა, 3.3 პროცენტი — იტალია, 2.6 პროცენტი — ჩინეთი, 2.5 პროცენტი — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 10.1 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.8 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია,3.1 პროცენტისას — ჩინეთი, 2.1 პროცენტისას — თურქეთი, 1.5 პროცენტისას — საბერძნეთი, 1.3 პროცენტისას — აშშ, 1.1 პროცენტისას — რუმინეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.6 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 16.6 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 14.2 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
2024 წლის III კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 60.6 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 20.7 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 8.1 პროცენტი — სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტების სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (45.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (20.5 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.1 პროცენტი), ძირითადი ლითონები (6.9 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (3.6 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (37.4 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (27.7 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.0 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (9.5 პროცენტი).
2024 წლის III კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 84.3 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (46.6 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (22.7 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (15.1 პროცენტი).
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826