რა რესურსით ივსება სავალუტო რეზერვები - არჩილ მესტვირიშვილის განმარტება
როდესაც ბაზარზე მოგვცა საშუალება მოვახდინეთ რეზერვების შეძენა,- ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა საქართველოს სავალუტო რეზერვების ისტორიული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მესტვირიშვილი ამბობს, სებ-სთვის მთავარია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა რომლისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადეკვატური რეზერვების ქონაა.
„რაც შეეხება რეზერვებს, წლის განმავლობაში ჩვენ ბაზარზე აქტიურები ვიყავით. პირველი კვარტლის 460 მლნ დოლარი გაქვს შეძენილი. რეზერვები ისტორიულად მაქსიმუმს 5,1 მლრდ დოლარს შეადგენს.
ჭარბი რეზერვიც არ არის კარგი, მაგრამ ჩვენი რეზერვები საკმარისზე, მინიმუმზე ქვევით იყო. რეზერვების ადექვატური დონე აუცილებელია გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის. აქედან გამომდინარე, როდესაც ბაზარზე მოგვცა საშუალება მოვახდინეთ რეზერვების შეძენა.
რაც შეეხება მიზეზებს, საიდან იყო შემოდინება -. გასულ წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ყველაზე დაბალი იყო, 4,1 იყო. აქ გაზრდილი იყო შემოსავლები საერთაშორისო მგზავრობიდან ეს მოიცავს როგორც ტურისტებს ასევე მიგრანტების მიერ დახარჯულ თანხებს. ასევე გაზრდილი იყო ფულადი გზავნილები, ექსპორტშიც დაახლოებით 30%-იანი ზრდა გვქონდა. ამავე დროს იზრდებოდა იმპორტიც, თუმცა ჯამურად შემოსავლებმა გადააჭარბა გადინებას.
ჩვენთვის მთავარია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა რომლისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადექვატური რეზერვების ქონა და ფასების სტაბილურობა რომელიც კურსის გრძელვადიან სტაბილურობას ხელს უწყობს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.13 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2023 წელს პროგნოზირებული მშპ-ის ($29 მლრდ დოლარი) 18%-ია. რეზერვების ეს მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
აპრილში სავალუტო რეზერვების ზომა 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი მატება 1.3 მილიარდი დოლარია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826