მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა რისკებს შეიცავს უცხოურ ვალუტაში აღებული სესხი - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტება

news image
mbc image

ვადაგადაცილებული სესხების მატერიალური ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება, - ამბობს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

პაპუნა ლეჟავა იმ სქემაზეც საუბრობს, რომლის განვითარების შემთხვევაში შესაძლოა, ვადაგადაცილებული სესხების ზრდა მოხდეს.

„გარკვეული ცვლილებები იყო, მაგრამ ამას ტენდენციას ვერ დავარქმევთ. ზოგადად გაზრდილი ფინანსური ხარჯი იქნება, რაც საპროცენტო განაკვეთის ცვლილებიდან, კურსის მერყეობიდან თუ სხვა მიზეზითაა გამოწვეული. რა თქმა უნდა ეს დამატებითი ზეწოლაა ამ სესხებისთვის.

ეს თუ დიდხანს გაგრძელდა, ამან შესაძლოა, ვადაგადაცილებული სესხების ზრდა გამოიწვიოს. თუმცა, რეფინანსირების განაკვეთი უკვე წელიწადზე მეტია არ შეცვლილა, შესაბამისად ამის გამო ვადაგადაცილებული სესხების ზრდას არ ველით. თუმცა ვიცით, რომ უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთები ევროსა და დოლარში არის საკმაოდ გაზრდილი და დიდ ტვირთად აწვება მსესხებელს“, - აღნიშნა ლეჯავამ..

მისივე თქმით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხს აქვს ორი დიდი რისკი:  ერთი საპროცენტო განაკვეთება, რაზეც ჩვენ როგორც ქვეყანას კონტროლი არ გაქვს, და მეორე ვალუტების - ევროსა ან დოლარის გამყარების, რაზეც ჩვენს ეკონომიკას კონტროლი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ მსესხებლებს, რომ სწორად შეარჩიონ სესხის ვალუტა და აიღონ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავლები აქვთ. 

ბოლო პერიოდში ლარის გამყარების პროცესი თან სდევდა უცხოურ ვალუტაში სესხების გაძვირებას და ამან შედარებით შეარბილა ფინანსური ტვირთი მსესხებელზე. თუმცა გარკვეული ტვირთი გაზრდილია საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგად დოლარში და ევროში“, - აცხადებს პაპუნა ლეჟავა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა