რა საკანონმდებლო ინიციატივები ხორციელდება IT სფეროს განვითარებისთვის - ვაკო თურნავას შეფასება
ვმუშაობთ სხვადასხვა კომპანიებთან, რომელსაც აქვთ ინტერესი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის წევრმა ვაკო თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენს ბაზარზე IT კომპანიებია შემოსვლას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.
„იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოსულიყვნენ IT კომპანიები საქართველოს მთავრობამ მიმზიდველი საგადასახადო გადასახადები დააინიცირა, რაც მხოლოდ 5% გულისხმობს. ამის გამო მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია შემოვიდა, რომელსაც დღეს უკვე სულ რაღაც 3 წელია შემოსულია ბაზარზე და დღეს უკვე 3000 თანამშრომელი ჰყავს. ასეთი მაგალითები უკვე მრავლად არის. ჩვენ რა თქმა უნდა ვმუშაობთ ამ კომპანიებთან, რომელსაც აქვთ დაინტერესება, რათა უფრო მეტი და მეტი კომპანია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გავაიოლეთ ბინადრობის თვალსაზრისით და ამაზე კიდევ უფრო ვმუშაობთ, რომ საქართველოდან უფრო ადვილი იყოს, აქ იცხოვროს, აქ შემოიტანოს ხელფასი, აქ შემოიტანოს დოვლათი, იქირაოს ბინა, აქ დახარჯოს, რესტორნებში იაროს, აქედან იმუშაოს, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდეს ეს თანხა და რა თქმა უნდა ექსპორტი განახორციელოს თავისი ცოდნით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი“, - აცხადებს ვაკო თურნავა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826