მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სამუშაოები მიმდინარეობს ანაკლიაში და როგორია სამომავლო გეგმები - ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი

news image
mbc image

ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საზღვაო ნავსადგური არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული და სტრატეგიულ ჰაბის ნაწილი,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა

მისი თქმით, ანაკლიის პორტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც განხორციელდება.

„შედეგად ქვეყანას ექნება ღრმაწყლოვანი ნავსადგური და განვითარების სხვადასხვა ფაზები, რომელსაც პორტი მოიცავს და რომელიც დროშია გაწერილია. სხვადასხვა წლებში ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მომზადდა გენერალური გეგმა. ამ გეგმის თანახმად პორტი, რამდენიმე ფაზისგან შედგება.

16 სექტემბრიდან დაიწყო სამუშაოები, რაც ითვალისწინებს მოსამზადებელ პერიოდს. კერძოდ, როცა ხდება სამშენებლო მოედნის მოწყობა, რათა შეუფერხებლად მოხდეს წყალში ჩასაწყობი ლოდებისა და იქსბლოკების დასაწყობება. ამ ეტაპზე სამშენებლო მოედანზე ეწყობა მისასვლელი გზა, გრუნტის ზედაპირი, ხდება შემოღობვა, ასევე კამერების მონტაჟი, რომ დღე-ღამის განმავლობაში შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ამინდის შემთხვევაში მუშაობა.

უშუალოდ, მიმდინარე დღეებში იწყება ქვის ლოდების შემოტანა, რასაც თავისი მიმდინარე ბიზნესპროცესები აქვს და სასწორები უნდა დამონტაჟდეს. ქვების შემოტანა და აღრიცხვა ხდება ტონაჟისა და კუბატურის მიხედვით, რომლის დასაწყობებაც ეტაპობრივად მოხდება. ასევე დაიწყება ბეტონის წარმოების მოწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ იქსბლოკების წარმოება მოხდება ადგილზე. ტერიტორია საკმაოდ დიდია და ჩვენ კონტრაქტორს ვთავაზობთ, რომ გამოიყენოს დასასაწყობებლად, რადგან გამოსყიდულია წინა მშენებლობის დროს ის საჭირო მიწები, რაც უშუალოდ პორტს ესაჭიროება. ეს საშუალებას მისცემს მენებლეს, რომ დროში უფრო მომზადებული შეხვდეს პროცესის დაწყებას  ქვებით, იქსბლოკებითა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა ტექნიკით“. -  აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

მისი თქმით, სატენდერო დოკუმენტაციით, ხელშეკრულების შესრულებისთვის კონტრაქტორ კომპანიას დაახლოებით სამი წელი აქვს.

„ეს არის 970 დღე, რომელიც ითვალისწინებს ასევე გარემო პირობებს. რადგან წყალშია სამუშაოები, გასათვალისწინებელია უამინდობა, შტორმი და ამიტომ მაქსიმალურად დაზღვეული ვადაა აღებული, თუმცა არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკა, რომ თუ გარემო პირობებმა და ბუნებამ ხელი შეუწყო, უფრო სწრაფად განხორციელდეს აღნიშნული სამუშაო“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა