რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რა იცვლება 10 ოქტომბრიდან
10 ოქტომბერს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, დამატებით გაეხსნება 9 მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი სამომხმარებლო ბაზარი.
ვიდრე აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდება და ძალაში შევა საინტერესოა რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის. 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველოდან არაბთა გაერთიანებული საამიროებში 32,430.94 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 80%-იანი ზრდაა. 2022 წლის 8 თვეში საქართველომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 17,984.46 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა.
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის 8 თვეში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში 244,396.00 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2022 წლის 8 თვეში კი 142,946.45 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 71%-ია.
რას ყიდულობს და ყიდის საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში: TOP-5 პროდუქტი
ექსპორტი ( TOP-5 შედგენილია პროდუქტის საექსპორტო ღირებულების მიხედვით)
იმპორტი ( TOP-5 შედგენილია პროდუქტის საიმპორტო ღირებულების მიხედვით)
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოდან საამიროებში პროდუქციის ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%.
მინისტრის თქმით, ამჟამად, საქართველოს ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის - ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლიათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნების მიხედვით, 45 ქვეყანა და ერთი დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიაა (ჰონგ-კონგი).
აღსანიშნია, რომ როგორც სამხრეთ კორეასთან და ასევე ისრაელთან ხელმოწერილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მემორანდუმი. კორეასთან და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება 2024 წლიდან.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826