მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს და ევროკავშირს

news image
mbc image

ევროკავშირიდან იმპორტი 17%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 25%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ევროკავშირიდან 3,616,000.43 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის 10 თვეში კი 3,098,043.20 ათასი დოლარის. ზრდა 16,7%-ია.

ევროკავშირიდან იმპორტის 17%-ი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 10 თვეში საქართველომ ევროკავშირიდან 628,549.09  ათასი დოლარის მსუბუქი ავტომობილები ყიდა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 628,549.09 ათასი დოლარი,
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 360,383.59 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 244,999.67 ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 87,501.76 ათასი დოლარი,
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 68,337.27 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ევროკავშირში ექსპორტს, კლება 25,3-ზეა. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ევროკავშირში 456,714.55 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 612,112.78 ათასი დოლარის.

საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 45,312.47 ათასი დოლარი,
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 42,479.66 ათასი დოლარი,
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 39,840.31 ათასი დოლარი,
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 30,544.47 ათასი დოლარი,
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 26,797.89 ათასი დოლარი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა